მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი...

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ეხმაურება

Published on

ჩვენთვის ცოტა მოულოდნელი იყო მათი აღიარებითი ჩვენება. თუმცა, მათი უფლებაა მისცენ გულწრფელი აღიარება, ჩვენება, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში ბრალდებული ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გია გულორდავას ადვოკატი ზაქრო გვიშიანი ამავე საქმეზე დაკავებული ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.
 
"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღიარებითი ჩვენება მისცეს ბრალდებულებმა- ხუტა ბაღათურიამ და თენგიზ ქობალიამ. მათ სრულად აღიარეს წარდგენილი ბრალი. შესაბამისად, დაცვის მხარეს მიეცა შესაძლებლობა დაეყენებინა შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც ბრალდების მხარე დაეთანხმა და ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
 
რაც შეეხება, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ გია გულორდავას და ლაშა გოგიას, ისინი ისევ არ სცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. შესაბამისად, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელა და შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა", – განაცხადა გვიშიანმა.
 
როგორც ის განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებასთან საპროცესო შეთანხმებას ამ ეტაპამდე ვერ მიაღწიეს.
 
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან დამატებით გავივლი კონსულტაციებს. შესაბამისად, უფრო მეტად განვუმარტავ მას ამ პროცესის შემდეგ აღიაროს თუ არაწარდგენილი ბრალი. საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება, შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის", – აცხადებს გვიშიანი.
 
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ყოფილ მერს, ლაშა გოგიასა და ვიცე-მერს, გია გულორდავას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის ჯგუფურად აღებას ედავებინ, თენგიზ ქობალიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის, ხუტა ბაღათურიას კი ბრალი ცრუ ჩვენებისთვის აქვს წაყენებული.
 
დღეს, ზუგდიდის მერთან და ვიცე-მერთან ერთად დაკავებული ორი პირი გირაოთი დარბაზიდან გათავისუფლდა.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...