მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2 ) გემები შევიდნენ

ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2 ) გემები შევიდნენ

Published on

ფოთის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2 ) გემები შევიდნენ. ნავსადგურის ტერიტორიაზე ხომალდების დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პირველი რანგის კაპიტანი თემურ კვანტალიანი, პოლონეთის ელჩი საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ.
 
მეორე საზღვაო შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში, კომოდორი საქართველოს სანაპირო დაცვის ხელმძღვანელს შეხვდება. ასევე, გაიმართება სამუშაო შეხვედრები, კულტურული და სპორტული ღონისძიებები.
 
„ის, რომ ძალის გამოყენებით შეცვალა საზღვრები რუსეთმა, ჩვენთვის არის მიუღებელი და სწორედ აქტიური აგრესიულობის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ახორციელებს, გავზარდეთ ჩვენი წამომადგებლობა შავი ზღვის რეგიონში. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ ურთიერთობები საქართველოსთან. წარსულშიც ვატარებდით წვრთნებს საქართველოს საზღვაო ძალებთან და ამას მომავალშიც ვგეგმავთ,“- განუცხადა ჟურნალისტებს კონტრ-ადმირალმა ბუტსმა.
 
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები ფოთის ნავსადგურში 4 აპრილამდე დარჩებიან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად წვრთნებსა და საჩვენებელ სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...