მთავარისიახლეებისაზოგადოებამე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

მე-12 კლასელებისთვის სკოლებში თავისუფალი დასწრება უქმდება

Published on

მე-12 კლასელები სკოლაში თავისუფალი დასწრების გამოცხადებას ელიან. თავისუფალი დასწრება ნიშნავს მე-12 კლასელის სურვილისამებრ გამოცხადებას სკოლაში. როგორც წესი თავისუფალი დასწრება აპრილის თვეში ცხადდებოდა.თუმცა, როგორც საგანმანათლებლო პორტალებისთვის გახდა ცნობილი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის დღემდე არსებული თავისუფალი დასწრების რეჟიმი, შესაძლოა გაუქმდეს. აღნიშნულზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მსჯელობენ და გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
გაუქმებაზე საუბარი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ სასკოლო გამოცდები გაუქმდა, მოსწავლეებს აღარ აქვთ მაისის თვეში საატესტატო გამოცდები ჩასაბარებელი და მომზადებაც აღარ სჭირდებათ, შესაბამისად, თავისუფალი დასწრების რეჟიმი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს.
თავისუფალი დასწრება მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გასულ წლებში აპრილის თვეში, 24 რიცხვიდან იწყებოდა და სწორედ ამ დროიდან სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეებს არები არ ეწერებოდათ. როგორ გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო წელს, ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განცხადებით, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი 2019 წელს 20 მაისს სრულდება.

სიახლეები

ჩხორია-ლიის საავტომობილო გზაზე მოხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა

სამეგრელოში ავარიის შედეგად დაშავებული ქალი ორი დღის შემდეგ კლინიკაში გარდაიცვალა - ინფორმაცია "მთავარი ამბები"...

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი ბრალდებებს უარყოფს

რუსი ქალი, ალი­ო­ნა ნეს­ტე­რი­უ­კი, რომელსაც კა­ხეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო კომ­პლექსის ქართველი სტუმრები პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ,...

საქართველომ რუსეთს ძებნილი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს საერთაშორისო ძებნაში მყოფი კაცი გადასცა - ინფორმაციას და კადრებს ამის შესახებ რუსეთის...

უკრაინამ წუხელ რუსეთი დაბომბა

"კრიმსტოპი: ჩრდილოვანი ფლოტის 7 ხომალდი, 7 ქვესადგური ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის ფედერაციაში...