მთავარისიახლეებისაზოგადოებაბიზნესმენი მანანა მიქავა მერიას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი მანანა მიქავა მერიას მის მიმართ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს

Published on

ბიზნესმენი მანანა მიქავა ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელს  მაიზერ ნანავას მის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან დღეს მერიასთან გამართულ საპროტესო აქციაზე განაცხადა. მიქავას თქმით, გულუას პარკის ტერიტორიაზე მიწის შეძენის დროს განსაზღვრული ვალდებულებების გამო სასამართლომ მას 3 მილიონ 700 ათასი ლარი ჯარიმის გადახდა დააკისრა. ასეთ შემთხვევას ბიზნესმენის თქმით, ადგილი ქონდა ყოფილი მერის ირაკლი გოგოხიას მერობის პერიოდშიც.მანანა მიქავას თქმით, პროკურატურაში მერიის სახელზე განცხადება ისევ შეიტანეს, რომელსაც ხელს მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა აწერს. აქციაზე მივიდა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშიაც. ხელშეკრულების მიხედვით მანანა მიქავას 2008 წელს შეძენილ ტერიტორიაზე აკვაპარკი 2012 წლამდე უნდა აეშენებინა 6 მილიონიანი ინვესტიციით. მიქავა თაღლითობის მუხლით იყო დაკავებული და საპატიმროში 3 წელი გაატარა,  გამგეობას მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის ხელშეკრულება კი  ბათილად ქონდა ცნობილი. ბათილობის სასამართლო დავა მიქავამ მერიას მოუგო.ხოლო მას შემდეგ, რაც ზუგდიდი 2 მუნიციპალიტეტად დაიყო, მისი კუთვნილი მიწა ქალაქის საკუთრებაში დარჩა. მისი თქმით, რამდენჯერმე მიმართა გამგეობას და საკრებულოს ახალი ინდივიდუალური აქტის გამოცემის თაობაზე. მერიიდან მიღებული პასუხის თანახმად, თუ 60 დღეში 4 მილიონიან ინვესტიციას არ განახორციელებდა, ნაკვეთი ჩამოერთმეოდა. არასაკმარისი ვადის გამო მას მიწის ნაკვეთი კვლავ ჩამოერთვა და  ადგილობრივმა თვითმმართველობამ დაიბრუნა. დავა იმ ნაკვეთზე მიმდინარეობს, რისთვისაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ და ვიცე მერმა გია გულორდავამ ქრთამი აიღეს.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...