მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინა, ეგზიტპოლი – 1.ზელენსკი – 30,4%, 2.პოროშენკო – 17,8%, 3.ტიმოშენკო – 14,2%

უკრაინა, ეგზიტპოლი – 1.ზელენსკი – 30,4%, 2.პოროშენკო – 17,8%, 3.ტიმოშენკო – 14,2%

Published on

ეგზიტპოლის შედეგებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
 
ეგზიტპოლის შედეგებით, პეტრო პოროშენკოს 17,8% აქვს, ვლადიმერ ზელენსკის – 30,4%, იულია ტიმოშენკოს კი 14,2%. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა 50%-ზე მეტი უნდა დააგროვოს.
 
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 10 აპრილს გაიმართება.
 
უკრაინაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20:00 საათზე, თბილისის დროით კი 21:00 საათზე დაიხურა.
 
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 5 წელიწადში ერთხელ იმართება. უკრაინის 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში 39 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 35 კაცია და 4 ქალი.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...