მთავარისიახლეებიპოლიტიკაარ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა-...

არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა- სააკაშვილი

Published on

ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხარ-თეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მას კითხვით მიმართეს- აპირებეს თუ არა საქართველოში დაბრუნებას.
 
მისივე თქმით, იგი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება.
 
„ამ სცენარისთვისაც მზად ვარ! თუ ამას მოყვება საქართველოს გამოფხიზლება, იმიტომ რომ მე ნამდვილად არ ვაპირებ, სადღაც ამერიკაში წამოვწვე მხართეძოზე და ვუყურო, როგორ გაქრა ჩემი ქვეყანა. ეს იგივეა, მშობელს რომ შვილს უკლავენ და ამას წყნარად ვუყურო. ჩემთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის იმ ყველაფრის პირმშო, რაც ჩვენ ერთად შევქმენით. ამ სახელმწიფოს ახლა კლავენ, ანადგურებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მანამდე სააკაშვილმა ასევე საპატიმროში მყოფ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე და ბაჩო ახალაიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღარავის ახსოვს, რის გამო არიან ისინი საპატიმროებში.
 
„ვინმეს ახსოვს საერთოდ, რის გამო ზის მერაბიშვილი?! მგონი, მერაბიშვილს აღარ ახსოვს თვითონ. რამდენი წელი?! ახლა ვადას უგრძელებენ ახალაიას, გეგონება არ ყოფნის საერთოდ. ვინმემ თუ იცის რაზე ზის?!", – იკითხა სააკაშვილმა.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...