მთავარისიახლეებიპოლიტიკა28 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან

28 წელი შესრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმიდან

Published on

რეფერენდუმში მონაწილეთა 98,9 პროცენტმა მხარი დაუჭირა საართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას, რაც იქნა აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ნების გამოვლინებად. ამის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
 
991 წლის 5 აპრილს გამოქვეყნდა 31 მარტს გამართული რეფერენდუმის შემაჯამებელი შედეგები, რომლის მიხედვით:
 
ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 3. 657. 477
 
რეფერენდუმის მონაწილეთა რიცხვი – 3. 302. 572, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90, 3%;
 
კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვი – 3. 326. 100; რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 89.3%-ს;
 
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტის "დიახ" მომხრეთა რიცხვი – 3. 295. 493, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 98, 9%-ს;
 
სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის, "არა" მომხრეთა რიცხვი – 17.400, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 53%-ს.
 
ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა – 13. 690, რაც შეადგენს კენჭისყრის მონაწილეთა რიცხვის 0, 41%-ს.
 
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 347.175; რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო 61, 27%-მა; კენჭისყრაში – 61, 23%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97, 73%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,84%-ს. უარყოფითად გადაწყვეტას – 1, 42%-მა, რაც შეადგენს ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 0, 87%-ს.
 
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამომრჩეველთა საერთო რიცხვი იყო 224. 788; რეფერენდუმსა და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 96, 64%-მა. სარეფერენდუმოდ საკითხის დადებითად გადაწყვეტაში – 97, 67%-მა. უარყოფითად – 1, 42%-მა.
 
გუდაუთის რაიონის ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეფერენდუმში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იქ მხოლოდ ერთი საარჩევნო უბანი გაიხსნა ახალსოფელში. ტყვარჩელში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი მაშინ გამოთქვა სურვილი რეფერენდუმის ჩატარებაზე, როდესაც საარჩევნო უბნებისა და კომისიების შექმნის ყველა ვადა ამოწურული იყო.
 
ქალაქ ცხინვალში, ყორნისისა და ჯავის რაიონებში რეფერენდუმი არ ჩატარებულა. ცხინვალის რაიონში რეფერენდუმი ჩატარდა შვიდ სასოფლო საკრებულოს ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 11376 იყო. გაიცა 10182 ბიულეტენი, რომელთაგან ორი ბათილად იქნა ცნობილი. სარეფერენდუმო კითხვას დადებითი პასუხი გასცა 10180 ამომრჩეველმა.
 
"რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.
 
1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადა "ეროვნულმა კონგრესმა".
 
რაც მთავარია, ეს იყო უკანასკნელი რეფერენდუმი, რომელიც ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე – აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ჩათვლით.
 
ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი საქართველოსთან მიმართებაში იქნება ბათილი და აგრესიის გამომხატველი. თუ იგი არ გაითვალისწინებს 31 მარტის რეფერენდუმით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეალიებს.
 
 

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...