მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება

ზუგდიდში მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება

Published on

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო.ცესკოს სხდომის გადაწყვეტილებები მედიას პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ გააცნო. ანა მიქელაძის თქმით, მერების რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში:
მარნეულში, ზესტაფონში, ხულოში, ჭიათურაში და ზუგდიდში გაიმართება.ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ასევე განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფებისთვის კანდიდატების წარსადგენად საჭირო ხელმოწერების რაოდენობა.დღეიდან საინიციატივო ჯგუფებსა და პარტიებს, რომელთაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, შეუძლიათ ცესკოს 2 აპრილის ჩათვლით მიმართონ რეგისტრაციის გასავლელად. ამის შემდეგ, მათ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები არჩევნებამდე არაუგვიანეს მეორმოცე დღემდე უნდა წარადგინონ, რითაც ცესკოში კანდიდატთა რეგისტრაცია მოხდება.
 

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...