მთავარისიახლეებისაზოგადოებაზედაეწერის ბაღის მასწავლებელს მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს

ზედაეწერის ბაღის მასწავლებელს მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს

Published on

ზედაეწერის საბავშვო ბაღის მასწავლებელს აღსაზრდელის მშობელი ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ „ოდიშინიუსს“ თ.გ-მ უამბო.  „ეს პირველი შემთხვევა არ არის, ხუთშაბათს დამიბარეს ბაღში და ავედი, იყო ყვირილი, ერთი ამბავი, ბავშვს თვალები გასიებული ქონდა, მასწავლებელი კი ყვიროდა და ექაჩებოდა ჩემს ბიჭს“- ამბობს ბავშვის დედა. მისი თქმით, მასწავლებელმა ი.ვ-მ  უყვირა და უთხრა, რომ ბავშვი ბაღიდან გაეყვანა.: „უზრდელია შენი შვილიო, მიყვიროდა, სადაც გინდა, იქ წაიყვანეო, გაკვეთილს არ მატარებინებს, კარს მიმტვრევს, ბავშვებს მირევსო და მომიგდო ცეფი და მითხრა, როგორც გინდა ისე გააკეთეო, შენმა შვილმა ამაწყვიტაო“- აცხადებს მშობელი. მისი თქმით, მასწავლებელს შეეპასუხა თვითონაც და უთხრა, რომ პასუხს აგებინებდა ამ ქმედების გამო, რაზეც მისივე განმარტებით მასწავლებელმა ირონიულად მიაძახა“ რისი გამკეთებელი ხართ შენ და დედაშენი, სულ ასე იძახითო“- განაცხადა თ.გ-მ. მისი თქმით, იმ დღესვე წავიდა პოლიციაში და განაცხადა. „ახლა მიგზავნიან ვიღაცეებს და მეუბნებიან რომ გამოიტანე საჩივარიო, არ გამოვიტან, ყელში ამომივიდა უკვე“ – აცხადებს „ოდიშინიუსთან“ ბავშვის დედა. „ოდიშინიუსი“ ზედაეწერის ბაღის დირექტორს დაუკავშირდა, ფატიმა ხუბუა აცხადებს, რომ მშობელი აფექტურ მდგომარეობაში იყო და საჩივარიც ამ ფონზე დაწერა. ის უარყოფს მასწავლებლის მხრიდან ძალადობის ფაქტს: „ რას ამბობთ, არაფერი არ მომხადარა, ცარიელ ჭიქაში ქარიშხლის ატეხვაა ეს,  რა ძალადობაზეა საუბარი, უბრალოდ აფექტის მდგომარეობაში იყო დედა, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახია და აღელვებულ გულზე დაწერა საჩივარი..ამაზე კომენტარს ორშაბათს, ბაღების მართვის ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად გავაკეთებ“- განუცხადა „ოდიშინიუსს“ ფატიმა ხუბუამ.რაც შეეხება ბაღის აღსაზრდელის ოჯახს, ის სოციალურად დაუცველია, ისინი  კომპაქტურ ჩასახლებაში ცხოვრობენ,  4 ობოლ  ბავშვს მარტოხელა დედა ზრდის.
შსს-ს ცნობით, მოხდარზე დაწყებულია გამოძიება და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით,რაც ძალადობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დამნაშავე ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უმისოდ.
 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...