მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონტროლი დავკარგე, სხვები ჩემს ადგილას "ჩაისვრიდნენ" სააკაშვილმა ჰალსტუხის ღეჭვის კადრი გაიხსენა

კონტროლი დავკარგე, სხვები ჩემს ადგილას “ჩაისვრიდნენ” სააკაშვილმა ჰალსტუხის ღეჭვის კადრი გაიხსენა

Published on

ორ დღეში სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას აპირებს,ის დარწმუნებულია, რომ პეტრე პოროშენკო პირველივე ტურში დამარცხდება, რაც მას კიევში ჩასვლის საშუალებას მისცემს.მანამდე კი ოდესის ექსგუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემა „გორდონს“ ინტერვიუ მისცა. რუსული მედია ინტერვიუს იმ ნაწილით დაინტერესდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს 5-დღიან ომს იხსენებს რუსეთთან.სააკაშვილმა გამოცემასთან საუბარში ის კადრი გაიხსენა, სადაც ის ტელეფონით საუბრობს და საკუთარ ჰალსტუხს ღეჭავს, მან თქვა, რომ მაშინ, არ იცოდა პირდაპირ ეთერში თუ იყო, კონტროლი კი რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაგების შემდეგ დაკარგა. იქვე კი დასძინა, რომ სხვები მის ადგილას "ჩაისვრიდნენ".სააკაშვილმა გამოცემასთან საუბარში ისიც თქვა, რომ ჰალსტუხების მიმართ გულგრილი ჯერ კიდევ "არტეკიდან" არ არის. მას შემდეგ კი, ცდილობს, ჰალსტუხი არ ატაროს: "აბა, რა გგონიათ, რატომ გავხდი ასე? იმიტომ, რომ ჰალსტუხებზე ვთქვი უარი", – იხუმრა სააკაშვილმა.

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...