მთავარისიახლეებიპოლიტიკაუკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე კვლავ შეაჩერეს

უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე კვლავ შეაჩერეს

Published on

მიმდინარე წლის 1 მარტიდან განახლებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია დანაშაულებრივ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 25 მარტს კვლავ შეაჩერა. ამის შესახებ ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
 
„მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის განახლების შესახებ, უკრაინის გენერალურ პროკურატურასა და უშიშროების სამსახურში შევიტანე მოთხოვნა, მოეცათ შესაძლებლობა საქმის მასალებს გავცნობოდი და ასევე იმას, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. დღეს მივიღე პასუხი, რომ საქმე კვლავ შეჩერებულია გაურკვეველი ვადით“ , – განუცხადა ადვოკატმა „ინტერფაქს-უკრაინას“.
 
ამის მიზეზია ის, რომ უკრაინის გენპროკურატურას ჯერ არ მიუღია ნიდერლანდებიდან პასუხი მოთხოვნაზე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ.
 
უკრაინის უშიშროების სამსახური საქმეზე ძიებას 2018 წლის თებერვლიდან აწარმოებს. 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევის ცენტრში, რესტორან „სულგუნში“ დააკავეს, რის შემდეგაც თვითმფრინავით პოლონეთში გაამგზავრეს.

სიახლეები

უკრაინამ რუსეთში, Wildberries-ის 2 საწყობზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რუსეთის ყველაზე მსხვილ ონლაინ-სავაჭრო კომპანია Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე დრონებით იერიში...

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ყალბი „Jack Daniel’s“-ის დამზადების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს

ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო...

მოლდოვამ ახალი მთავრობა დაამტკიცა

მოლდოვის პარლამენტმა ბიზნესმენ ვასილე ტოფანის ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა, მას შემდეგ, რაც პრემიერმინისტრობის კანდიდატმა...