მთავარისიახლეებიექსკლუზივირუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის - მიხეილ სააკაშვილი

რუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის – მიხეილ სააკაშვილი

Published on

სახელმწიფოს მიტაცება პოსტსაბჭოთა სივრცეში – ასეთი იყო მიხეილ სააკაშვილის ლექციის სახელწოდება, რომელიც მაასტრიხტის უნივერსიტეტში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მაგალითები მოიყვანა. მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებში ოლიგარქებს ხელისუფლება ხელში აქვთ ჩაგდებული.„მიაქციეთ ყურადღება მსგავსებებს საქართველოს უკრაინასა და მოლდოვას შორის. ამ ქვეყნებში სამივე ოლიგარქის სიმდიდრის ძირითადი წყარო რუსეთია. ივანიშვილმაც თავის ფულის 100% რუსეთი იშოვა. ოლიგარქები დასცინიან სასამართლო სისტემას, კანონის იდეას. პროკურატურა გახდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი. სისხლის სამართლის საქმეები გახდა შანტაჟის საშუალება. ჩვენ გვაქვს არაფორმალური ძალაუფლების ცენტრები. არავინ არის ანგარიშვალდებული.
„ოლიგარქები ფლობენ ყველაფერს და საოცრად ცინიკურები არიან საკუთარი ხალხის მიმართ. რუსეთმა დასაჯა საქართველო წარმატებისთვის. პუტინს და მედვედევს უწევდა ახსნა საკუთარი მოსახლეობისთვის, თუ როგორ მიაღწია პატარა ქვეყანამ ასეთ წარმატებას. ახლა კი ასახსნელი არაფერია. საქართველო კვლავ დაუბრუნდა მათ ნორმას კორუმპირებულობის, არაეფექტურობის მხრივ და შესაშურიც არაფერია.
„ამ წრის დარღვევა მხოლოდ სახალხო ძალების მოქმედებით არის შესაძლებელი. პირველ რიგში ახალგაზრდების, რომლებიც ემიგრაციიდან უნდა დაბრუნდნენ. ჩემმა ქვეყანამ იცის რას ნიშნავს იყოს წარმატებული, განიცადა მენტალური რევოლუცია და ეს პროცესი შეუქცევადია. ამიტომ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ეს დროის საკითხია, თუმცა თუ კიდევ ორ  წელს დავკარგავთ, საშიში ვითარების წინაშე აღმოვჩნდებით. ობამა ამბობდა, თუ არ მოგწონს პოლიტიკოსები, აიღე პასუხისმგებლობა და შენ თავად გახდი პოლიტიკოსი, და აზრი ეს აბსოლუტურად სწორია,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა არსებული ვითარების შეცვლის გზებზეც გაამახვილა ყურადღება. ƒ˜„მეორე, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ შევცვალოთ ევროპის და ზოგადად მსოფლიოს პოზიცია. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ფარისევლობა და იმის მტკიცება, რომ ჩვენი ოლიგარქები რამით განსხვავდებიან რუსი ოლიგარქებისგან. თითქოს პუტინის მიერ გაყალბებული არჩევნები პოროშენკოსა თუ ივანიშვილის მიერ გაყალბებული არჩევნებისგან განსხვავდება. იმისთვის, რომ ევროპას ნამდვილი მეგობრები ჰყავდეს ჩვენს რეგიონებში, მათ უნდა შეწყვიტონ საკუთარ თავის მოტყუება , თითქოს აქ ყველაფერი რიგზეა,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სიახლეები

ვანო ნადირაძე თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალეს - ვანო ნადირაძე უკანასკნელ გზაზე ოჯახის...

პატიმრობა ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში – ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებები შედის

ქართული ოცნების პარლამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებითი ცვლილებები შეაქვს. ცვლილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში, ადამიანს ადმინისტრაციული...

ვულოცავთ დანიას ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნას… მედი გვაქვს თქვენი ურყევი მხარდაჭერის-ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი დანიას ევროკავშირის თავმჯდომარედ დანიშვნას ულოცავს და იმედს გამოთქვამს, რომ დანია საქართველოს ევროპულ...

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს

ოცნება სასამართლო სხდომებზე აუდიოჩანაწერების გაკეთებასაც ზღუდავს. ამის შესახებ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ივანიშვილის დეპუტატმა, არჩილ...