მთავარისიახლეებიპოლიტიკაოლიგარქმა გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს...

ოლიგარქმა გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს – მიხეილ სააკაშვილი

Published on

მიხეილ სააკაშვილმა მაასტრიხტის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე სტუდენტების კითხვებს უპასუხა.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის ლექციაში პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ოლიგარქიულ მმართველობასა და რუსულ გავლენებზე ისაუბრა.
 
მაასტრიხტის უნივერსიტეტში, თელაველი სტუდენტის კითხვაზე რომელიც ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში გაზრდილ კრიმინალსა და გახმაურებულ საქმეებს ეხებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ვრცელი პასუხი გასცა.
 
სტუდენტმა მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა: „მე ვარ თელავიდან, ქალაქიდან რომელმაც არ გაცვალა საკუთარი არჩევანი კარტოფილსა და ხახვზე. საქართველოში ეკონომიკის მინისტრისა და პარლამენტის წევრების სახლები გაქურდეს, ასევე არსებობს საქმეები, რომლებმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო ესენია აფგან მუხთარლისა  და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეები, რომლებიც ამ დრომდე გამოძიებული არ არის. ჩემი კითხვაა, როგორ გადაწყვეტთ ამ საკითხებს, როდესაც 2020 წელს არჩევნებში გაიმარჯვებთ“.
 
მიხეილ სააკაშვილმა კი ქართველი სტუდენტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა,რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს.
 
სააკაშვილის თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიები და აპლიკაციები მისცემს საზოგადოებას საშუალებას, პირდაპირ მისცეს ხმა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.  
 
ƒ˜“მე მჯერა პირდაპირი დემოკრატიის. ჩვენს ქვეყნებში, არჩეული წარმომადგენლები ძალიან მალე ფუჭდებიან. ახლა გვაქს სისტემა , სადაც გვეუბნებიან რომ პარლამენტი არჩეულია 4 წლით და უნდა გავჩუმდეთ. იგივე ხდება პრეზიდენტზეც. ჩვენ უნდა გამოვასწოროთ მათი შეცდომები. ხალხმა საკუთარ ბედზე ძალაუფლება უნდა დაიბრუნოს. თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალური აპლიკაციები მოგვცემს საშუალებას პირდაპირ მივცეთ ხმა , არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ავირჩიოთ გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, შევცვალოთ კანონმდებლობა,“- განაცხადა სააკაშვილმა.
 
მეორე კითხვა ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ეხებოდა, სტუდენტმა მიხეილ სააკაშვილს სთხოვა რჩევა მიეცა ქართველი ახალგაზრდებისთვის. მაასტრიხტის უნივერსიტეტის სტუდენტი ასევე დაინტერესდა, რა აზრის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტზე. რაზეც მიხეილ სააკაშვილმა მას უპასუხა, რომ ოლიგარქმა პრეზიდენტის ინსტიტუტი გაანადგურა.
 
ƒ˜„ოლიგარქი ანადგურებს პრეზიდენტს ინსტიტუტს, მან გააყალბა არჩევნები და დანიშნა ადამიანი, რომელიც არ სცემს პატივს ხალხს. პრეზიდენტის ინსტიტუტი აღარ წარმოადგენს იმას რაც უნდა იყოს. პარლამენტი აღარ არის პარლამენტი, მთავრობის როლი მინიმალურია. ოლიგარქი ზის სასახლეში თბილისის თავზე და ყველამ იცის, რომ მნიშვნელოვანი საკითხების მოსაგვარებლად იქ უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი არ იკავებს არც ერთ ოფიციალურ თანამდებობას. სწორედ ეს არის ოლიგარქია. ახალგაზრდა თაობას ვურჩევ იყვნენ კრიტიკულები და ჰქონდეთ გახსნილი გონება,“-თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა.

სიახლეები

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის საჩივრის საფუძველზე, სამოქალაქო აქტივისტ ალბი კორძაიას 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს -...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამ წელში სანქციების ყველაზე მკაცრ პაკეტს ამზადებს-საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი სანქციების ახალ...

ნეთანიაჰუმ ტრამპი ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარადგინა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აცნობა, რომ ნობელის მშვიდობის პრემიაზე მისი...

კახეთში დაჭრილი პირებიდან, ერთ-ერთი კახეთის პოლიციის თანამშრომელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთში ორი პირის დაჭრის ფაქტზე 1999 წელს დაბადებული ნ.რ. დააკავეს....