მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, გამოყონ ჯგუფი ვისაც შევხვდებით" - კალაძის ვიდეომიმართვა

“ვინც აპროტესტებს ტაქსის რეფორმას, გამოყონ ჯგუფი ვისაც შევხვდებით” – კალაძის ვიდეომიმართვა

Published on

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მომხმარებელს დადგენილ ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული, ახლადშეღებილი ტაქსები აჩვენა და ტაქსის რეფორმის მოწინააღმდეგე ჯგუფთან შეხვედრის მზაობაც გამოთქვა.
 
„ეს მიმართულება მოწესრიგებული უნდა იყოს როგორც ამ სერვისით მოსარგებლე, ასევე, სერვისის გამწევი ადამიანებისთვის. გუშინ იყო აქცია, სადაც გამოვიდა ადამიანების ჯგუფი, ტაქსის მძღოლები და ისინი აპროტესტებდნენ ამ რეფორმას, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გამოვხატეთ ამ ადამიანებთან შეხვედრის მზადყოფნა და დღესაც გვაქვს ეს მზაობა. მათ შეუძლიათ გამოყონ 5- 10-კაციანი ჯგუფი, ვისაც ენდობიან. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ დროს შევხვდეთ და ნებისმიერ კითხვას გავცეთ კომპეტენტური პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
 
მისი თქმით, რამდენჯერმე მოუწია ახსნა-განმარტება, თუ რა სარგებელს მიიღებენ ტაქსის მძღოლები ამ რეფორმის შედეგად.
 
„საშემოსავლოსგან მთლიანად გათავისუფლებულები იქნებიან, არანაირ გადასახადს არ გადაიხდიან. მათთვის ქალაქის მასშტაბით გამოყოფილია უფასო საპარკინგე ადგილები, რომელსაც ჩვენ კიდევ დავამატებთ საპარკინგე ადგილებს მომავალში. მათ უფასოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები, რომლის დიზაინიც გუშინ წარმოვადგინეთ, ასევე, ქიმწმენდისა და გადაღებვის ვაუჩერები. დღევანდელი მდგომარეობით 100-ზე მეტი ვაუჩერია გაცემული და მიმდინარეობს გადაღებვის სამუშაოები. გარდა ამისა, მძღოლებს ექნებათ საშუალება, შემოსავალი მიიღონ რეკლამის განთავსებით. მათ უჩნდებათ დამატებითი შემოსავალი, რაც მათივე ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია. მეორე მხრივ კი, დედაქალაქის მოსახლეობა, ამ რეფორმის შედეგად, გამართული სერვისით ისარგებლებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.
 
როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში დააზუსტა, ვიზუალურ სტანდარტში მოქცევის ვალდებულება ექნება A კატეგორიის ტაქსებს, ხოლო B კატეგორიის ტაქსებს მსგავსი ვალდებულება არ ექნებათ და საქმიანობის გაგრძელება შეეძლებათ ტაქსის გამოძახების პრინციპით მომუშავე სისტემაში ჩართვით.
 
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...