მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განხილვის მთავარი თემა იყო

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განხილვის მთავარი თემა იყო

Published on

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე შავი ზღვის უსაფრთხოება განხილვის მთავარი თემა იყო.
 
სხდომა ბრიუსელში ალიანსის შტაბბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართა.
 
ამ საკითხზე მომავალ კვირას ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეც იმსჯელებენ, სადაც ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი პრაქტიკული ნაბიჯების შესახებ გამახვილდება ყურადღება. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ კვირას, ფოთში ნატო-ს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების ხომალდები შემოვა.
 
„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გაგვაცნო, მაგრამ მთავარი ყურადღება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს დაეთმო. ამისთვის არაერთი მიზეზი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხში ვითარება უარესდება როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატო-სთვის. გარდა ამისა, ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით შავ ზღვაზე საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. მომავალ კვირას გაიმართება ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება. მინისტრებთან ამ საკითხზე საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ,“-განაცხადა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაიმ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...