მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები ჩხრეკისას იპოვეს

ეკონომიკის მინისტრის სახლიდან მოპარული ნივთები ჩხრეკისას იპოვეს

Published on

ეკონომიკის მინისტრის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს.
 
შს სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულმა მამაკაცმა დაბა წყნეთში მდებარე გიორგი ქობულიას სახლიდან სხვადასხვა ნივთები მოიპარა.
 
„კურიერისთვის“ გიორგი ქობულიას სახლის გაქურდვის შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი, თუმცა შს სამინისტრომ „რუსთავი 2“ მინისტრის სახლის გაქურდვის ფაქტი არ დაუდასტურა. თავად მინისტრმა კი განაცხადა, რომ „კურიერის“ კითხვებს ვერ უპასუხებდა, რადგან მის სახლთან დაკავშირებული ინფორმაცია მის პირად ცხოვრებას წარმოადგენს.
 
როგორც შს სამინისტროს დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება   ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
 
 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...