მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეიდან 9 თვეში სოციალურ მუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ - სერგეენკო

დღეიდან 9 თვეში სოციალურ მუშაკებს ხელფასები 1200 ლარამდე გაეზრდებათ – სერგეენკო

Published on

 
"ვფიქრობ, გაფიცვა დასრულდება. საბოლოო შეთანხმება ასეთია: უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ და გავაანალიზეთ. მათი პოზიცია იყო, რომ რა შეთანხმებასაც მივაღწიეთ, ამას დოკუმენტის სახით გააცნობენ სოციალურ მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებებს და გაფიცვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ", – განაცხადა სერგეენკომ.
 
მისივე თქმით, არც ერთი კითხვა შეხვედრაზე პასუხგაუცემელი არ დარჩენილა და ამდენად, მინისტრი ფიქრობს, რომ ხვალიდან სოცმუშაკების გაფიცვა შეწყდება.
 
კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება.
 
"სამწუხაროთ, ჩვენ მოკლებულები ვართ შესაძლებლობას, რომ ეს პერიოდი შევამციროთ. მეორეს მხრივ, რა დანახარჯებიც მათ აქვთ მაგალითად, იგივე ტრანსპორტზე, ამაზე კონკრეტული გეგმის განხორციელება უკვე დაწყებულია. მოხდება ავტომობილების დამატება. გეგმა, რასაც ვაპირებთ, მათთვის ეს აღმოჩენა უმეტესწილად მისაღებია. ეს მათ ფინანსურ ტვირთს შეუმცირებს,“ – განაცხადა სერგეენკომ.

სიახლეები

TI- “ქართულმა ოცნებამ” 93 სიტყვა აკრძალა

"კომუნიკაციების კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ღია ცენზორის როლს ასრულებს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო"წერს...

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...