მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-ის კონგრესში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ - დოკუმენტში საგარეო მიმართულებებზე თანხა...

აშშ-ის კონგრესში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ – დოკუმენტში საგარეო მიმართულებებზე თანხა შემცირებულია

Published on

შეერთებული შტატების კონგრესში ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი დაიწუნეს. დოკუმენტი საგარეო მიმართულებებსა და დიპლომატიაში თანხების შეკვეცას ითვალისწინებს. სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ქვედა პალატის ასიგნებათა კომიტეტში კონგრესმენების უკმაყოფილებას ისმენდა.
 
კომიტეტის ხელმძღვანელმა შეკვეცებს "დრაკონული" უწოდა და თქვა, რომ პრეზიდენტი ხელისუფლებაში ყოფნის მესამე წელსაც არ აფასებს, დიპლომატიაში ინვესტირების ღირებულებას.
 
„ახლანდელი მოთხოვნა შეკვეცას 21%-ით ითვალისწინებს. ეს ის რესურსია, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს სჭირდება? სახელმწიფო დეპარტამენტს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ დრაკონულ დონეზე არასოდეს უმუშავია, რადგან წარმომადგენელთა პალატას ეს არასდროს დაუმტკიცებია, მათ შორის არც რესპუბლიკელთა უმრავლესობის დროს. ეს კომიტეტი მუდმივად ახდენს შეერთებული შტატების გლობალური ლიდერობის შენარჩუნების ორპარტიულ მხარდაჭერას და მე მიკვირს, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციაში ყოფნის 3 წლის შემდეგ ისევ არ აფასებს დიპლომატიასა და განვითარებაში მდგრადი ინვესტირების ღირებულებას,“- განაცხადა ასიგნებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნითა ლოუიმ.
 
საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების შესახებ ბიუჯეტის პროექტის ეს ვარიანტი შეიცვლება და ჯერ საბოლოო სურათი არ არსებობს, თუმცა პირველად დოკუმენტში არაერთ პროგრამაზეა შემცირებულია თანხები, მათ შორის ევროპის და ევრაზიის რეგიონისთვის. მაგალითად, გაუვრცელებლობის, ანტიტერორისტული და განაღმვის პროგრამით ევრაზიის რეგიონში თანხა მხოლოდ უკრაინისთვის არის გამოყოფილი.
 
ისევ არის მოთხოვნილი სახსრები საქართველოში სამხედრო განათლებასა და წვრთნაზე, სამხედრო დაფინანსებაზე. ასევე მოთხოვნაა თანხების დამტკიცებაზე საქართველოსთვის ეკონომიკური დახმარებისა და განვითარების ფონდის ფარგლებში.
 
„ევროპასა და აზიაში სტრატეგიული უსაფრთხოების პრიორიტეტები, რუსეთის გავლენასა და აგრესიიასთან წინააღმდეგობის გასაწევად ითვალისწინებს მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების განმტკიცებას, დაიცვან სუვერენიტეტი და უზრუნველყონ საკუთარი თავდაცვისუნარიანობა ნატოსთან და დასავლურ ძალებთან თავსებადობით. პრიორიტეტული მიმღები ქვეყნები არიან წინა ხაზზე მყოფი ქვეყნები: უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. პრიორიტეტული მთავარი სტრატეგიული პარტნიორები არიან: ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი და უკრაინა,“- წერია დოკუმენტში.
 
ასიგნებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნითა ლოუი დაინტერესდა ბიუჯეტის პროექტით ამერიკა რა გზავნილს უგზავნის რუსეთს და მოკავშირე ქვეყნებს.
 
„რუსეთის მთავრობა დაკავებულია დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, მრავალმხრივი ინსტიტუტების, მათ შორის ნატო-ს დასუსტების, ევროპასა და ევრაზიაში ეკონომიკური დამოუკიდებლობის და წარმატების შეცვლის ძალისხმევით. განსაკუთრებულად მაშფოთებს რეგიონში კორუფციის ზრდა და დემოკრატიის დასუსტება. 2020 წლის ბიუჯეტში ჩვენს რეგიონს დახმარებას, დაახლოებით, 55%-ით ვუმცირებთ. რა გზავნილს უშვებს ეს რუსეთისთვის, ჩვენს მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის?“- განაცხადა ლოუიმ.
 
კონგრესის ქვედა პალატაში მოსმენაზე დასმულ შეკითხვებს სახელმწიფო მდივანმა უპასუხა. მაიკ პომპეოს თქმით, თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა არის ის, რაც პუტინს კმაყოფილს უდავოდ არ ტოვებს.
„ვფიქრობ, ჩვენი ვალდებულებების დემონსტრირება მოვახდინეთ და ვლადიმერ პუტინმა ეს გაიგო. ვუჩვენეთ იმ საფრთხესთან დაპირისპირებით, რომელსაც ევროპას და დასავლეთს უქმნის. არა მხოლოდ სანქციებით, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე სხვა ადმინისტრაციის დროს და შეერთებული შტატებიდან 60 რუსი ჯაშუშის გაძევებით. თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა არის ის, რაც პუტინს კმაყოფილს უდავოდ არ ტოვებს. ის ფაქტი, რომ ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტს მთელს მსოფლიოში ვახდენთ და კონკურენციას ვუწევთ რუსულ ნავთობსა და გაზს, რუსებს ღრმად აშფოთებთ. ეს სია გრძელია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სერიოზულად ვეკიდებით,“- განაცხადა მაიკ პომპეომ.
 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...