მთავარისიახლეებიპოლიტიკასამთავრობო ჯგუფების მიერ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა - "TV 4" პროტესტის...

სამთავრობო ჯგუფების მიერ არის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა – “TV 4” პროტესტის ნიშნად მაუწყებლობას წყვეტს

Published on

ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია “TV4“-მა პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. გადაწყვეტილების მიზეზად არხის ხელმძღვანელობა მედიაზე ზეწოლას ასახელებს.
 
გიორგი მგალობლიშვილი არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში ხელისუფლების გარკვეულ ჯგუფს ადანაშაულებს, თუმცა მათი დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.
 
მაუწყებლობას “TV4” რამდენიმე დღეში გააგრძელებს. ზეწოლის ფაქტზე და დეტალებზე კომპანიის ხელმძღვანელობა მათივე არხის პირდაპირ ეთერში აპირებს საუბარს.
 
„ადრეც ყოფილა ზეწოლა, უფრო ადრეც, ყველა მთავრობის დროს იყო, თუმცა ასეთ ეტაპამდე არ მივსულვართ. არის მცდელობები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის. არის სამთავრობო ჯგუფები,  ამიტომ გამოვთქვით პროტესტი შავი ფონით, გავთიშეთ ტელემაუწყებლობა, აუცილებლად დავბრუნდებით ეთერში რამდენიმე დღეში და გავაკეთებთ განმარტებას ყველაფერთან დაკავშირებით,“-აცხადებს ტელე-რადიო კომპანიის ”ტვ 4”-ის გენერალური დირექტორი, გიორგი მგალობლიშვილი

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...