მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკურა ყვავილობს მსოფლიოში. საკურა ყვავილობს ზუგდიდშიც

საკურა ყვავილობს მსოფლიოში. საკურა ყვავილობს ზუგდიდშიც

Published on

 

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საკურა აყვავდა, რაც შთამბეჭდავად და ლამაზად გამოიყურება. 
 
აყვავებული საკურა, რომელიც  ოდითგანვე ბუნების გამოღვიძებისა და ახალი სიცოცხლის დაწყების სიმბოლოა,  ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და ლამაზი ბუნებრივი მოვლენაა არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
 
 
 
 საკურა აყვავდა.ზუგდიდშიც,  იუსტიციის სახლთან მდებარე  სკეიტპარკში, ეს უშვენიერესი ხეები  ჩვენს ქალაქს ამ რამდენიმე წლის წინათ საქართველოს პრეზიდენტმა  მიხეილ სააკაშვილმა აჩუქა.  
 
ასეა, როგორც ფეისბუქმომხმარებელი მაია ჯავახიშვილი წერს, ზოგი თხრის, რომ საკუთარ სახლში წაათრიოს, ზოგს კი ჩამოაქვს, რომ სამშობლო გაალამაზოს.
 
,,ზოგი ირგვლივ ყველაფერს თხრის, ძირკვავს, ჩეხავს, ანადგურებს, რომ მხოლოდ ის ერთი, რაც მოსწონს, საკუთარ სახლში წაათრიოს!
ზოგი მარტო აქაურს არ სჯერდება და შორეული ქვეყნებიდანაც კი ეზიდება, რგავს, რწყავს, უვლის და ელოლიავება, რომ მისი ქვეყანა და ჩვენი ქვეყანა ყველაზე ლამაზი იყოს!
არადა, რა ადვილია სიკეთის დანახვა!..
 
ეს ქვეყანა უხაროდა და მუდამ მისი სიხარულით ცხოვრობს, ვიცი!… '' – წერს მაია ჯავახიშვილი, რომელიც ამ პოსტს მშვენიერ ბათუმს უძღვნის, მაგრამ ეს ზედმწევნით ესადაგება ანაკლია-ზუგდიდის სანახებსაც, რომელთაც პრეზიდენტი ასე რუდუნებით ევლებოდა თავს.  
 
 
 
 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...