მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერობის კანდიდატს 2 აპრილს წარადგენს

გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდის მერობის კანდიდატს 2 აპრილს წარადგენს

Published on

გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში შეიცვლება, პარტიაში არ ადასტურებენ. პარტიის  აღმასრულებელმა მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ  "ოდიშინიუსს" განუცხადა, რომ არაფერი არ შეცვლილა და საკუთარ კანდიდატს ოპოზიცია 2 აპრილს წარადგენს : " არაფერი არ შეცვლილა, რატომ ვიჩქაროთ? 2- აპრილს წარვადგენთ კანდიდატს. შტაბების დაკომლექტებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. "- განაცხადა ნაყოფიამ. კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: " მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბაჩანა შენგელიას, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება,  მის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა, "- განაცხადა ნაყოფიამ. გავრცელებული ინფორმაცია უარყო თავად ბაჩანა შენგელიამ: "არანაირი მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხზე არ ყოფილა, პარტიის წევრი არ ვარ… რაზე საუბრობენ პარტიაში არ ვიცი და არც მიმაჩნია სწორად ჩემი მონაწილეობა არჩევნებში"- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეიცვლებოდა და პარტია სხვა კანდიდატს დაასახელებდა, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...