გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ზუგდიდში შეიცვლება, პარტიაში არ ადასტურებენ. პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და პოლიტიკური საბჭოს წევრმა კობა ნაყოფიამ "ოდიშინიუსს" განუცხადა, რომ არაფერი არ შეცვლილა და საკუთარ კანდიდატს ოპოზიცია 2 აპრილს წარადგენს : " არაფერი არ შეცვლილა, რატომ ვიჩქაროთ? 2- აპრილს წარვადგენთ კანდიდატს. შტაბების დაკომლექტებაზე მიმდინარეობს კონსულტაციები. "- განაცხადა ნაყოფიამ. კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება: " მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ბაჩანა შენგელიას, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, მის კანდიდატურაზე მსჯელობა არ ყოფილა, "- განაცხადა ნაყოფიამ. გავრცელებული ინფორმაცია უარყო თავად ბაჩანა შენგელიამ: "არანაირი მოლაპარაკება აღნიშნულ საკითხზე არ ყოფილა, პარტიის წევრი არ ვარ… რაზე საუბრობენ პარტიაში არ ვიცი და არც მიმაჩნია სწორად ჩემი მონაწილეობა არჩევნებში"- განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეიცვლებოდა და პარტია სხვა კანდიდატს დაასახელებდა, რასაც პარტიაში არ ადასტურებენ.
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...