მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში ისევ გავრცელდა

Published on

მორალური შეტევის ახალი რაუნდი ეკა ბესელიას წინააღმდეგ – დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ისევ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა.
 
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ მთავარმა რედაქტორმა ფარული კადრების შესახებ ინფორმაცია Facebook-ზე მიიღო. როგორც ელისო კილაძე ამბობს, მან ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაუწერა კომენტარი, რომ ბესელიას კადრები ისევ გავრცელდა და სთხოვდა, რომ რეაგირება მოეხდინა. კილაძის თქმით, Youtube-ზე მართლაც აღმოჩნდა ფარული კადრები. 
 
ელისო კილაძის თქმით, გუშინვე დარეკა 112-ში, ოქმი შეადგინეს და დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს.
 
ის საგამოძიებო უწყებაში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჟურნალისტის გამოკითხვა მიმდინარეობს.
 
„კურიერის“ ინფორმაციით, ბმული, რომელიც იუთუბზე იყო გავრცელებული, ორი კვირის განმავლობაში იდო ინტერნეტსივრცეში, თუმცა გამოძიებამ ელისო კილაძის მიმართვის შემდეგ მოახდინა რეაგირება.
 
„ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რომელიც ჩემთვის არის უცნობი, არც მეგობრებში მყავს, Facebook-ის სტატუსზე დაწერა შეტყობინება, რომ ვიდეოპორტალ Youtube-ზე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფირი ვრცელდება ხელახლა და მომიწოდა მე, რომ მივმართო შესაბამის ორგანოებს, რომ ეს ფირი დაბლოკონ,“ – განაცხადა ელისო კილაძემ

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...