მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ტრამპის ვეტო ვერ დაძლია

Published on

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ვერ დაძლია აშშ-ს პრეზიდენტის მიერ კონგრესის რეზოლუციისთვის დადებული ვეტო, რომლითაც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უქმდებოდა.   წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ვერ მოიპოვეს ხმათა 2/3, რომელიც საჭიროა ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევის ინიციატივას მხარი დაუჭირა 248 კანონმდებელმა, წინააღმდეგ კი 181 წავიდა.   კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, ხმათა 2/3 სჭირდება. ვინაიდან წარმომადგენელთა პალატამ ვერ შეძლო ვეტოს დაძლევა, შესაბამისი პროცედურა სენატში უკვე აზრს კარგავს.   შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...