აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ვერ დაძლია აშშ-ს პრეზიდენტის მიერ კონგრესის რეზოლუციისთვის დადებული ვეტო, რომლითაც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უქმდებოდა. წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ვერ მოიპოვეს ხმათა 2/3, რომელიც საჭიროა ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევის ინიციატივას მხარი დაუჭირა 248 კანონმდებელმა, წინააღმდეგ კი 181 წავიდა. კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, ხმათა 2/3 სჭირდება. ვინაიდან წარმომადგენელთა პალატამ ვერ შეძლო ვეტოს დაძლევა, შესაბამისი პროცედურა სენატში უკვე აზრს კარგავს. შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.
სიახლეები
სიახლეები
ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...
სიახლეები
მიწისქვეშ მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია 283 ძირი კანაფი – შსს-მ 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი - 1985 წელს დაბადებული რ.რ. დააკავეს.
მას...
სიახლეები
მოქალაქეთათვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარია – სფერო ჰოლდინგის დამფუძნებელი დააკავეს
პროკურატურა ადასტურებს, რომ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...
სიახლეები
„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ – The Economist-ი სტატიას აქვეყნებს
„საქართველო დემოკრატიის ბოლო ნაკვერჩხლებს აქრობს“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი გამოცემა The Economist-ი.
სტატიაში...