მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია ქალაქის გზებზე არსებული ვითარების გამო პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს

თენგიზ ჯგუშია ქალაქის გზებზე არსებული ვითარების გამო პასუხისმგებლობას ადგილობრივ ხელისუფლებას აკისრებს [Video]

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისფლებას კორუფციაში ადანაშაულებს და ერთ-ერთ მაგალითად გზებზე არსებული ვითარება მოყავს. ჯგუშიამ ამჯერად როგორც თვითონ განაცხადა, თამარ მეფის ქუჩით დაიწყო და ყველა ქუჩას მიადგება. „ეს არის არასწორი დაგეგმარების ბრალი, კორუფციაშია გარეული ყველა, აქ საშინელი მდგომარეობაა, ვერ გაივლი ვერც ფეხით, ვერ მანქანით“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. მან ადგილობრივ ხელისუფლებას  პრობლემების ერთ თვეში მოგვარებისკენ მოუწოდა. ასევე მის წინასაარჩევნო აქტივობებს „ნარცისების რევოლუცია“ უწოდა. ის ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებსა და მგზავრებს გაესაუბრა. თენგიზ ჯგუშია აცახდებს, რომ მისი პროგრამის წარდგენა მალე მოხდება და ის მოიცავს მისი თქმით, სწორ დაგეგმარებასა და მომჭირნეობას. თენგიზ ჯგუშიას ბრალდებებს მერიაში უპასუხეს.უწყების ინფორმაციით,
 
ტენდერი გამოცხადდა ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩის 2 100 მეტრი სიგრძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 657 ათას 584 ლარია. ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.- აცხადებენ მერიაში
 
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...