მთავარისიახლეებისაზოგადოებაია კერზაიას საქმეზე „სამართლიანი არჩევნები“ დასკვნას აქვეყნებს

ია კერზაიას საქმეზე „სამართლიანი არჩევნები“ დასკვნას აქვეყნებს

Published on

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს მიერ  განხორციელებული ინსპექტირება, რომელსაც სკოლის დირექტორის გარდაცვალება მოჰყვა – არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ დასკვნას აქვეყნებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოკვლევისა და ფაქტების შესწავლის შემდეგ ასკვნიან, რომ ადგილი ჰქონდა შესაძლო პოლიტიკურ ანგარიშსწორებას და სადამსჯელო ღონისძიებებს.
 
ორგანიზაცია ია კერზაიას საქმეზე ანგარიშს, რომელიც განათლების სამინისტროდან გამოთხოვილი შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე მომზადდა, დღეს წარადგენს.  
 
„სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები პირადად ესაუბრნენ სკოლის თანამშრომლებსაც.
 
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სკოლებში ინსპექტირება 2018 წელს 7-დან 6 შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის განხორციელდა. მათვე შეფასებით, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ის პირები, რომლიც ამ სადამსჯელო კამპანიაში იყო ჩართული.
 
უფლებადამცველები საქმის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხს, განათლების სამინისტროსგანაც ელოდებიან.  
 
„ინსპექტირება აჩენს შთაბეჭდილებას, რომ ამ პროცესში ნამდვილად იკვეთებოდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნები და ეს ინსპექტირება, ისევე, როგორც სხვა ინსპექტირებები, რომელიც განხორციელდა გასულ წელს, შესაძლოა ყოფილიყო, როგორც სადამსჯელო ღონისძიება, სადამსჯელო ინსტრუმენტი გამოყენებული. უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც შესაძლოა ზეწოლა-მუქარაში იყო ჩართული,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

სიახლეები

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...

კალაძე ანტიკორუფციულ ბიუროზე-ეს იყო გარედან თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო

ივანიშვილის მერის, კახა კალაძის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო თავსმოხვეული, ვითომ დამოუკიდებელი ორგანო იყო. „ეს იყო გარედან...

წიწაკის სპრეის შესაძენად შსს-ს წერილობითი თანხმობა დაგჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აეროზოლური მოწყობილობები (წიწაკის სპრეი) რეგულაციას დაექვემდებარება...

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ

„ქართული ოცნება“ ახალ “საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. პაპუაშვილის განცხადებით, იგეგმება სარჩევნო კოდექსის ფუნდამენტურ განახლება. მისივე...