მთავარისიახლეებისამართალიახალი კანონპროექტის მიხედვით ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება

ახალი კანონპროექტის მიხედვით ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება

Published on

დეპუტატები ახალ კანონპროექტზე მუშაობას იწყებენ. შინაგან საქმეთა სამინიტროს მიერ მომზადებული ახალი ცვლილებების მიხედვით, ე.წ. ქუჩური გარჩევები დასჯადი ხდება.
 
დანაშაულის სიმძიმის მიხედვით გათვალისწინებულია როგოც ფულადი ჯარიმა, ისე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ერთ წლამდე შინაპატიმრობა ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
 
სასჯელი მძიმდება იმ შემთხვევაში, თუ დანაშაული ჩადენილია ცეცხლსასროლი იარაღით ან სხვა საგნით და იმ შემთხვევაშიც, თუ სრულწლოვანი არასრულწლოვანს დაიყოლიებს ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობაზე.ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ კანონის მიღებას აზრი არ აქვს, თუ ხელისუფლება კრიმინალთან თანამშრომლობას გააგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მნიშვნელოვანი არა კანონის მიღება, არამედ მისი აღსრულებაა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...