მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა

Published on

„ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატად ლადო კახაძე წარადგინა. აღნიშნულის შემდეგ, კახაძემ ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ის ბიძნა ივანიშვილს პირადად არ იცნობდა ახლოს, დღევანდელ შეხვედრაზე კი ყოველივე სხვანაირად წარიმართა:
 
"​ამ დიდებულ ძალაში, ამ გამართულ ძალაში ძალიან ბევრი მეგობარ მყავს, ძალიან ბევრი ახლობელი მყავს. მართალი გითხრათ, პირადად ბატონ ბიძინას ასეთი სითბოთი არ ვიცნობდი , როგორიც დღეს გამოვლინდა და კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ჩვენ იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, რომელსაც მშობლების მიმართ პატივისცემა და წინაპრების მიმართ დიდი კდემა არ დაგვიკარგავს“ – განაცხადა კახაძემ..
 
მან „ქართულ ოცნებას“ ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარობა მისთვის დიდი პატივია.
 
„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა “ქართულ ოცნებას” ამ ნდობისთვის. დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის წარდგინების ჟამს. დიდი მადლობა თქვენ. მართლა პატივია ჩემს ასაკში, გარკვეული ცხოვრება გამოვლის შემდეგ, განსაკუთრებული ქალაქის გამორჩეული და ულამაზესი რაიონის მაჟორიტარობა და აქ დაგროვილი პრობლემატიკის საკანონმდებლო სივრცეში მიტანა, ანალიზი, გამოსავლის მოძიება. თბილისი განსაკუთრებული ქალაქია, როგორც მოსახლეობით, ასევე იმ პრობლემატიკით, რომელიც ამ უძველეს ქალაქს უდგას, განსაკუთრებით, ძველ რაიონებს. ეს პრობლემები, გაანალიზებული, გასიგრძეგანებული, დოკუმენტირებული იქნება პარლამენტში აღქმული. ჩემს საარჩევნო კამპანიას ვიწყებ იმით, რომ ღირსეულ ადამიანებთან მომიწევს ურთიერთობა. ჩვენ მოწოდებული ვიქნებით, ერთმანეთთან შევიდეთ პოლემიკაში და ეს პოლემიკა იყოს იმ ენაზე მოუბარი, რომელიც მოსახლეობის მიერ კარგად აღიქმება,“ – განაცხადა ლადო კახაძემ.
 
 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...