მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტი განიხილავს პეტიციას, რომლის ხელმომწერები ითხოვენ პირველ კლასში მიიღონ ბავშვები, რომელთაც...

პარლამენტი განიხილავს პეტიციას, რომლის ხელმომწერები ითხოვენ პირველ კლასში მიიღონ ბავშვები, რომელთაც იანვრამდე უსრულდებათ 6 წელი

Published on

ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ იანვრამდე შეუსრულდებათ, შესაძლოა, პირველ კლასში მიიღონ. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია არის შესული. ინიციატივა 402 მოქალაქის მიერ არის წარდგენილი.
 
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით კი პეტიციის განხილვა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს დაევალა.
 
ვითხოვთ, შევიდეს ცვლილება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, კერძოდ, სკოლაში მიიღებოდნენ ის ბავშვები, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი. ან/და მიღება იყოს ინდივიდუალური, ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროების დადგენის და მისი შეფასების, გამოცდის/გასაუბრების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობით, რომელიც არ უშვებს გამონაკლისს, უამრავი ბავშვის უფლებები იზღუდება,“-აღნიშნულია პეტიციაში.
 
შეგახსენებთ, რომ პირველკლასელის სასკოლო ასაკის შესაძლო გადახედვის საკითხი გასულ წელსაც წამოიჭრა. როგორც 2018 წლის სექტემბერში პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გენადი მარგველაშვილი აცხადებდა, განხილული შეიძლება იყოს რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის ის, რომ სკოლაში დაშვებული იყოს ბავშვის მიღება, რომელსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში უსრულდება, ან მეორე – პირველ კლასში მიღებამდე შესაძლოა, 2-წლიანი მოსამზადებელი კურსი შემოიღონ.
 
თუმცა, ცვლილება არ განხორციელებულა და მოქმედი რეგულაციით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის 6 წელი უკვე შესრულებული აქვთ.

სიახლეები

“სისტემური რეპრესიების წელი” – სალომე ზურაბიშვილმა 2025 წელი შეაჯამა

სისტემური რეპრესიების წელი, - ასე შეაფასა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა გასული წელი. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო...

4-მილიონიან ქვეყანაში 64 უნივერსიტეტის არსებობა განათლების ხარისხს აუარესებს- კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერმა უმაღლესი განათლების სისტემას არასათანადოდ აფასებს და აცხადებს, რომ 4-მილიონიან ქვეყანაში 64...

წალენჯიხის იუვენტუსის მწვრთნელს მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და მიიმალა

წალენჯიხა იუვენტუსის მწვრთნელს სტადიონის მიმდებარედ მანქანამ დაარტყა, არხში გადააგდო და დაახლოებით ნახევარი საათი უგონოდ...

მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე, ეს პატიოსანი ხალხი გაუშვით – მურთაზ ზოდელავა

მე მზად ვარ ყველა უსამართლო ბრალი ავიღო ჩემს თავზე - ამ სიტყვებით მიმართა ყოფილმა...