მთავარისიახლეებისაზოგადოება25-27 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

25-27 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

Published on

25-27 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს +8, +13 გრადუსი იქნება, 26-27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
 
აღმოსავლეთ საქართველოში 25 მარტს შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 26 მარტს უფრო აცივდება, ზოგან ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 27 მარტს +14, +19 გრადუსამდე დათბება.
 
თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 მარტს დილის საათებში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, 27 მარტს კი +18 გრადუსამდე მოიმატებს

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...