მთავარისიახლეებიპოლიტიკაარც მე და არც სხვა არავის, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს -...

არც მე და არც სხვა არავის, გვერდზე გადგომის უფლება არ გვაქვს – გრიგოლ ვაშაძე

Published on

"მივესალმები ჩვენს დიდ ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახი ვართ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" – ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი მიმართვა, გრიგოლ ვაშაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობაზე.
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატმა დელეგატებს მადლობა გადაუხადა და წინა ხელისუფლების მიღწევებზე ისაუბრა. მისი თქმით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ახლა პარტიის რიგებში არიან, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოშლილი ქვეყნისგან წარმატებული საქართველო შექმნეს. 
 
„მივესალმები გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც გვერდში გვიდგანან და 2018 წელს უზარმაზარი წვლილი შეიტანეს ჩვენს საარჩევნო კამპანიაში. მივესალმები ყველა ჩვენ თანამოქალაქეს, რომელიც ოპოზიციურ ძალებს მედით უყურებს და ელოდება იმას, რომ ჩვენ ქვეყანას დავაბრუნებთ განვითარების და წარმატების გზაზე. 2012 წლის დეკემბერში ვამბობდი ამას და აუცილებლად გავიმეორებ. ამ პარტიის წევრებმა, თქვენ, ამ დარბაზში მყოფებმა, ჩვენმა მხარდამჭერებმა, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გეოგრაფიულ ტერიტორიად გადაქცეული, ჩამოშლილი საქართველოსგან შექმნეს წარმატებული, რეფორმატორული ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახლებური, ეფექტური ინსტიტუციები,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
ვაშაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ ისაუბრა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი იყო და ყოველთვის იქნება.
 
„ამ პარტიის დამფუძნებელი, მიხეილ სააკაშვილი იყო და იქნება ამ პარტიის ლიდერი, საპატიო თავმჯდომარე და მიშას ამისათვის არც პროცედურა, არც ხელის აწევა და არც არაფერი სჭირდება. ამ პარტიაში ჩვენი წევრობა არის მიშას დამსახურებისადმი ჩვენი პატივისცემის გამოხატვა,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი იმ პერიოდს და ქვეყანაში შემდგომ შექმნილ ვითარებას იხსენებს, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება  მშვიდობიანი, არჩევნების გზით გადააბარა.
 
„წარმატებული, სხვებისთვის სამაგალითო სახელმწიფო, ევროპაში გამორჩეული სახელმწიფო გადაიქცა უიმედობის და ნიჰილიზმს ბუდედ და კორუფციონერების და კრიმინალის სათარეშო ასპარეზად. აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც ოლიგარქთან არის დაკავშირებული, დაკავებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ათვისებით, აბსოლუტური უმრავლესობა შიმშილში და უიმედობაში არის, ნაწილი უკვე ემიგრაციაში წავიდა და ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ ემიგრაციაში წავიდეს,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...