მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

Published on

მსჯავრდებული სასულიერო პირის ძმის, თორნიკე მამალაძის, ინფორმაციით, დღეს, დილით, დეკანოზი ციხის საავადმყოფოში ისევ ცუდად გახდა, თუმცა, მისი სხვა კლინიკაში ტრანსპორტირება არ მომხდარა.
 
„მას აქვს მაღალი ტემპერატურა, ხან უვარდება 35-ზე. მას არ ეძლევა მედიკამენტები გამომდინარე იქიდან, რომ არა აქვთ. მას მოუწია მედიკამენტის ყიდვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ მედიკამენტით მისი მკურნალობა ვერ მოხერხდა. ექიმიც ფიზიკურად არ არის დღეს, რომ უთხრას, რა მედიკამენტი მიიღოს. იმასაც ვერ ეუბნებიან, თუ რას სჭირს. როგორც თვითონ ამბობს, სავარაუდოდ, ვირუსი აქვს, მაგრამ ეს ვირუსი რას უკავშირდება, ვერ ამბობს თვითონ, რადგან გასინჯული არ არის ჯერჯერობით ექიმისგან,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
 
მსჯავრდებულის მონახულებას ცოტა ხანში სახალხო დამცველის წარმომდგენლები გეგმავენ.
 
უკვე რამდენიმე კვირაა, გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დეკანოზის ჯანმრთელობის რთულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მას სათანადო მკურნალობა არ უტარდება.
 
სასულიერო პირის სავადმყოფოში გადაყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა რამდენიმე დღის წინ სახალხო დამცველმაც, რომელმაც მამალაძის სამედიცინო დასკვნა შეისწავლა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...