მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

ზუგდიდის ყოფილი მერის მეუღლე ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს

Published on

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ოჯახის უსაფრთხოების მიზნით დაცვას ითხოვს. ამის შესახებ ნანა თოდუამ ფეისბუკის გვერდზე მიმართვა გამოაქვეყნა."მას შემდეგ რაც ლაშამ გადაწყვიტა ბრძოლა სიმართლის დასამტკიცებლად, გაჩნდა საშიშროება ჩვენს ოჯახზე და ახლობლებზე მორალური ზეწოლისა და ფიზიკური ძალადობის!
მივმართავ ედიშერ თოლორაიას და ოგნევ/კვირკვიას შეწყვიტეთ პროვოკაციები ჩვენი ოჯახის მისამართით!!!
ჯერ კიდევ მაქვს სასამართლოს სამართლიანობის იმედი, რომ დამტკიცდება ლაშას უდანაშაულობა!"- წერს ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა და ამბობს, რომ მისი მეუღლისგან ანდერძისმაგვარი წერილი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ოჯახის უსაფრთხოება მისი თქმით, საფრთხეშია. ყოფილი მერის მეუღლე "ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატს ედიშერ თოლორაიას და ბიზნესმენ კვირკვიას მათი ოჯახის მიმართ პროვოკაჩიაში დებს ბრალს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გულორდავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. პატიმრობაში რჩებიან ამ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა აქვს ბრალად წაყენებული 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...