მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან კენჭს სანდრა რულოვსი იყრის

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან კენჭს სანდრა რულოვსი იყრის

Published on

სანდრა რულოვსი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება.განცხადება საგანგებო ბრიფინგზე, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. 
 
მან საზოგადოებას შეახსენა საპარლამენტო არჩევნების დროს განვითარებული მოვლენები და თქვა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სანდრა რულოვსმა, რომელიც კენჭს ზუგდიდში იყრიდა, არჩევნები მოიგო, თუმცა მასშტაბური გაყალბების გამო, მან უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე. 
 
გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნოდ ზუგდიდში პროცოკაციებს არ გამორიხავს. 
 
„ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ საკმაოდ სწრაფად – ეს არის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ზუგდიდში გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იქნება ქალბატონი სანდრა ელისაბედ რულოვსი. გაერთიანებული ოპოზიციისა და ქალბატონი სანდრას სურვილები ერთმანეთს დაემთხვა იმიტომ, რომ თვიდანვე ქალბატონ სანდრას უნდოდა, გაერთიანებული ოპოზიციის მანდატით ყოფილიყო წარდგენილი ზუგდიდში, როგორც კანდიდატი. მინდა გაგახსენოთ, რომ ქალბატონმა სანდრამ ზუგდიდში არჩევნები მოიგო და ისე იყო ეს არჩევნები გაყალბებული, რომ ან უარი განაცხადა პარლამენტში სიით შესვლაზე,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სიახლეები

ტრამპი Patriot-ის სისტემის რაკეტების წარმოებას მხარს უჭერს

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა...

მოქალაქეებს სახლების და კოტეჯების აშენებას პირდებოდა – თაღლითობისთვის 1 პირი დააკავეს

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით,...

შსს – დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე, დევდორაკის ხეობაში ამ დროისთვის არსებული...

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ

ჯარის ძარცვის საქმეზე დაკავებული ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ციხეს დღეს დატოვებენ. ჟუანშერ ბურჭულაძის ყოფილ...