მთავარისიახლეებიპოლიტიკაუნდა დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში მოხსენიებულ რეკომენდაციებზე ფიქრი - ევროკავშირის ელჩი

უნდა დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში მოხსენიებულ რეკომენდაციებზე ფიქრი – ევროკავშირის ელჩი

Published on

უნდა დავიწყოთ ეუთო-ს ანგარიშში მოხსენიებულ რეკომენდაციებზე ფიქრი, შევიმუშავოთ მთელი გეგმა, რომლის შესრულებაც შემდეგი 10-12 თვის განმავლობში შეგვეძლება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა კონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილება.
 
„ის ფაქტი, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი გერტ ჰაინრიხ არენსი ჩამოვიდა, იმის უმნიშვნელოვანესი სიგნალია, რომ ვუბრუნდებით იმ თემატიკას, რომელიც არჩევნების დასრულების შემდეგ იყო ეუთო-ს ანგარიშში. მე მგონი ეს სწორედ ის პერიოდია, როცა უნდა დავიწყოთ ყველა იმ რეკომენდაციაზე ფიქრი და მსჯელობა, რომელიც მოხსენიებულია ანგარიშში და ერთობლივად შევიმუშავოთ მთელი ის გეგმა, რომლის შესრულებაც შემდეგი 10-12 თვის განმავლობში შეგვეძლება. შემდეგ უკვე ვიქნებით არჩევნების წინაშე და ამიტომ, მანამდე მაქსიმალური ძალისხმევა უნდა გავწიოთ. ბუნებრივია, აუცილებელია ყველას ჩართულობა. წამყვანი როლი ექნება ხელისუფლებას, პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციასაც მნიშვნელოვანი ადგილი აქვთ ამ პროცესში. ვფიქრობ, დრო ცოტაა და დღევანდელი შეხვედრა არის ამ პროცესის, რეკომენდაციების გააზრების დასაწყისი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის და იმედია, ნაყოფიერად დავიწყებთ მსჯელობას. რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, ანგარიშში ნათლადაა ყველა მათგანი ასახული. ელემენტები, რაც უმთავრესია, პირველ რიგში არის კომისიის დაკომპლექტების წესი, ასევე მნიშვნელოვანია დაფინანსების თემატიკა ზოგადად",- განაცხადა ჰარცელმა.

სიახლეები

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...