მთავარისიახლეებიპოლიტიკათქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ და მიზეზი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია- რომან გოცირიძე

თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ და მიზეზი ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებებია- რომან გოცირიძე

Published on

თქვენ ანაკლიის პროექტი ჩაშალეთ. ამაშია თქვენი გამოსვლის მთელი შინაარსი და ამ ჩაშლის მიზეზი არის ხელისუფლების მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები, – ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის სხდომაზე ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორცილების თაობაზე ისაუბრა.
 
რომან გოცირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მისი მმართველობის შვიდი წლის განმავლობაში ვერც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ბოლომდე ვერ მიიყვანა და ახლაც მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს წერტილი საბოლოოდ დაესვას.
 
„ახლა, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო უკიდურესად საგანგაშო ინფორმაცია. ჩვენ დავინახეთ, რომ ფაქტობრივად, ჩაფლავდა ანკლიის პროექტი. თქვენ ახლა გინდათ, თქვენი ეს წარუმატებლობა ინვესტორს გადააბრალოთ და ხელი შეახოცოთ მაშინ, როდესაც ინვესტორიც თქვენი შერჩეულია, ტენდერი სამი წელიწადი ვერ ჩაატარეთ და ახლა პროექტის ჩაშლით, ვიღაცაზე გადაბრალებით თუ გგონიათ, რომ თქვენ, „ოცნების“ ხელისუფლება საზოგადოების წინაშე რაღაცით დადებითად წარმოჩინდებით, ცდებით.
 
თქვენ, ორ წელში გზას მიიყვანთ პორტამდე?! რკინიგზას ააშენებთ, როდესაც ზესტაფონიდან ქუთაისამდე დამთავრებული გზა სამი წლის განმავლობაში ვერ მიიყვანეთ. თქვენ, განსახლებას გააკეთებთ იქ?!
 
შვიდ წელიწადში ერთხელაც კი ვერ დაამთავრეთ გზის პროექტი. აგერ, ერთი კვირის წინ ვიღაც ახალი მშნებელი გაგექცათ, 8% შეასრულა და წაიღო ფული. თქვენ, ოდესმე რამე ინფრასტრუქტურული პროექტი თავის დროზე, 2-3 წლის დაგვიანების გარეშე დაგიმთავრებიათ? – მიმართა გოცირიძემ მაია ცქიტიშვილს.
 
უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელების თაობაზე ისაუბრა.
 
მაია ცქიტიშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირენბით უსაფუძვლო და არარეალური განცხადებებიც გაკეთდა. მისივე განმარტებით, მზად არის, რომ პორტის მშენებლობასთან მიმართებით არსებულ ყველა კითხვას უპასუხოს.
 
„ბოლო დროის განმავლობაში მედიაში, საზოგადოებაში, პარლამენტშიც ანაკლიის პორტის პროექტი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა მაშინ, როდესაც ზუსტად ერთი თვის წინ ამავე ტრიბუნასთან გამოვდიოდი და "მინისტრის საათის" ფორმატში ვიდექი ამ თემის ირგვლივ სულ რამდენიმე კითხვა დაისვა, თუმცა მას შემდეგ ანაკლიის პროექტი ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ძალიან ბევრი კითხვა, ვესრია და სპეკულაცია სრულად უსაფუძვლო და არარეალურიც, პირველ რიგში, უშუალოდ ანაკლიის პროექტისთვის დამაზიანებელი მოსაზრებებიც გაჩნდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მათ შორის, გაჩნდა იმის სურვილიც, რომ ანაკლიის პროექტი ერთგვარი პოლიტიკური სპეკულაციის საგანიც გამხდარიყო. ამ მიმართულებითაც ბევრი ვერსია გაჟღერდა. გარდა ამისა, ასევე ჩანს, რომ უკვე მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ამ პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. შეიქმნას იმის განცდა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. გარდა ამისა, ის სურვილები, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დაუკავშირდეს, მათ შორის, ამ კონსორციუმის ცალკეული დამფუძნებლების მიმართ გაჩენილ კითხვას, ჰბადებს იმის ეჭვას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული კამპანია, ამ საზოგადოებრივი აზრის შექმნას კონკრეტული მიზანი აქვს. აქედან გამომდინარე, ვისარგებლე ჩემი უფლებით მიმემართა საქართველოს პარლამენტისთვის თხოვნით ამ თემასთან დაკავშირებით მოსმენის გამართვის თაობაზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...