მთავარისიახლეებისაზოგადოებათეა წულუკიანი არის არარაობა, უსინდისო და უღირსი ადამიანი- მალხაზ მაჩალიკაშვილი

თეა წულუკიანი არის არარაობა, უსინდისო და უღირსი ადამიანი- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

თეა წულუკიანი არარაობაა, სხვა არაფერი და მე მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, – ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა.მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა თეა წულუკიანის გუშინდელ განცხადებას, რომ სახელმწიფოს მისი შვილი არ მოუკლავს.
"თეა წულუკიანს ასე ვუპასუხებდი: ის არის არარაობა, სხვა არაფერი. თეა წულუკიანმა ის იცის, რომ დღემდე თემირლანს ბრალდებაც არ აქვს წაყენებული? მან ის იცის, რომ მძინარე ბავშვი სახლში მომიკლეს და მთელი ოჯახი მძევლად ჰყავდათ აყვანილი? თეა წულუკიანმა ის იცის, რომ ტელეფონი „ლიმონკაში“ შეეშალათ და მძინარე ბავშვი მომიკლეს? წულუკიანმა ის იცის, სანამ ის „ლიმონკა“ თელავიდან არ ამომიტანეს და ჩემს ხელში არ ჩადეს, მანამდე სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლანი სისხლის ზღვაში აცურავეს? თეა წულუკიანი არის არარაობა, ნამუსგარეცხილი, უსინდისო და უღირსი ადამიანი – ამას ვიძახი ხმამაღლა. მას ერთ დღეს ყველაფერს გავუხსენებ, ის აზიანებს ამ ქვეყნის მშვენიერებას", – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის წინ ხვდება სხვადასხა უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომელთაც აცნობს შვილის საქმის მასალებს. შეხვედრებს პერმანენტული სახე ექნება.

სიახლეები

ირანი კიდევ ორი გენერლის დაღუპვას ადასტურებს

ისრაელის სარაკეტო იერიშებს ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაზვერვის უფროსის მოადგილე, გენერალი გოლამრეზა მეჰრაბი...

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო, დღეს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა

ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის გამო 14 ივნისს საქართველოს აეროპორტებიდან 19 ავიარეისი გაუქმდა -...

აქტივისტი პლაკატით „ანწუხელიძე უკვდავია“ 5000 ლარით დააჯარიმეს

სამოქალაქო აქტივისტი თამარ კურატიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ხუთი ათასი ლარით დააჯარიმა. მას 28 მარტს...

ნეთანიაჰუს მიმართვა ირანელ ხალხს-ისრაელი თქვენ არ გებრძვით, ჩვენს საერთო მტერს ვებრძვით

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანში ისრაელის იერიშებთან და ოპერაცია "აღმავალ ლომთან" დაკავშირებით ირანელ ხალხს...