მთავარისიახლეებიპოლიტიკა„რა დროს საქართველოა, პარტია გადასარჩენია“- პაატა ზაქარეიშვილი "ქართულ ოცნებას"

„რა დროს საქართველოა, პარტია გადასარჩენია“- პაატა ზაქარეიშვილი “ქართულ ოცნებას”

Published on

„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ შევთავაზებდი ლოზუნგს – „რა დროს საქართველოა, პარტია გადასარჩენია“, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, მმართველი პარტია აბსოლუტურად გადასულია საკუთარი თავის დაცვაზე და სახელმწიფოებრივი ინტერესები გვერდზე აქვთ გაწეული.
 
„ქართული ოცნება“ პოლიტიკური პარტიიდან გადაიქცა რეჟიმად. როდის იწყება რეჟიმზე ლაპარაკი? როდესაც პარტია თავის თავს იცავს და სულ არ ადარდებს სახელმწიფოში რა ხდება. „ქართული ოცნება“ გადავიდა საკუთარი თავის დაცვის რეჟიმში და სხვა არაფერი ადარდებს. აშკარად ჩანს, რომ მთელი ენერგია, რისი გამოყოფაც შეუძლია მმართველ პოლიტიკურ ძალას, ეს არის თავის თავის დაცვა და არა სახელმწიფოს ინტერესები. მე რომ მკითხონ დღეს რა იქნება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ლოზუნგი, ასეთ ლოზუნგს შევთავაზებდი – „რა დროს საქართველოა, პარტია გადასარჩენია“. ეს უნდა იყოს მათი დღევანდელი ლოზუნგი, იმდენად უჭირთ“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
 
მისივე თქმით, დღეს ,,ქართული ოცნება“ არის დაღმავლობის გზაზე.
 
„მათ არ ჰყავთ პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები, ვინც ამას დაინახავს და ეს მშვენივრად გამოჩნდა გუშინდელ საპარლამენტო დებატებში, როცა ჯიუტად, კბილებით ჩაფრენილები არიან ამ მართლაც და უდღეურ მოსამართლეებზე. სააკაშვილმა ვერ მოახერხა თავისი ავტორიტარიზმით, თავისი ძლევამოსილების დაცვა და ესენი თავისი უდღეურობითა და უუნარობით როგორ მოახერხებენ ამ სიტუაციის გადარჩენას?!, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
 
პოლიტოლოგმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებსა და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილზეც ისაუბრა.
 
„მე ვიცი, რომ ის იმდენად ცუდი არაა, როგორიც ჩანს საზოგადოებაში, მას უყვარს საქართველო, პატრიოტია, მაგრამ არ იცის სახელმწიფოს მართვა. მან ააგო პოლიტიკა ერთგულებაზე და არა პარტნიორობაზე. ის ბიზნესმენია და დამოკიდებულება აქვს ამგვარი: რაკი, მე შენ ფულს გიხდი, შენ ჩემი ხარ! მან ვერ გათვალა, რომ პოლიტიკოსი არ არის დაქირავებული მუშა, პოლიტიკოსი არის პოლიტიკის გამტარებელი. ეს არის ისევ და ისევ გადარჩენაზე და არა სახელმწიფო სამსახურზე მომუშავე გუნდი“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

სიახლეები

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებით შეშფოთებულია – სტივენ დაუთი

საქართველოსთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია უცვლელია - ლონდონი კვლავ აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და...

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა

უკრაინამ ცხრა ქვეყანასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნა - არსებული ინფორმაციით, ახალი გაერთიანება მიზნად ევროპაში...

„სარფის“ საბაჟოზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით...