მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით საგრანტო პროგრამა გამოცხადდა ®️

ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკური განვითარების მიზნით საგრანტო პროგრამა გამოცხადდა ®️

Published on

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული და სხვა მიმართულებებით. საგრანტო კონკურსი “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” და USAID “ზრდა პროექტის” ინიციატივით, “ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის” ფარგლებში ხორციელდება.
 
საგრანტო კონკურსის მიზანია მოქმედი და დამწყები მეწარმეებისთვის თანამედროვე ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა სამიზნე რეგიონებში არსებული საწარმოების გაძლიერებითა და ახალი ბიზნესების წამოწყების წახალისებით, რაც მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და თანმდევ ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
 
საგრანტო 
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ: მეთევზეობასთან დაკავშირებულ საწარმოებს, საცხობებს, მაღაზიებს, კაფეებს, სილამაზის სალონებს, სათბურებს, სამკერვალოს, საკონდიტროებს, საოჯახო სასტუმროებს, ტურისტული ღირსშესანიშნაობის ადგილებს, კინოთეატრებს, ინტერნეტ-კაფეებს,მეფრინველეობის ფერმებს, ხილის გამოშრობის (ჩირის) საწარმოებს, საზაფხულო კაფეებს, მეცხოველეობის ფერმებს, ხელნაკეთი ნივთების მწარმოებლებს, ავტოგასამართ სადგურებს, ავტოსამრეცხაოებს, ტურისტულ საქმიანობაში ჩართულ საწარმოებს და სხვა მიმართულების ბიზნესებსა და მეწარმეებს.განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 1 აპრილი!
 
აპლიკანტებს შეკითხვების გამოგზავნა შეუძლიათ წერილობითი სახით ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]. შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადაა, 2019 წლის 25 მარტი. 
 
ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ და USAID-ის „ზრდა“ პროექტის ერთობლივი ინიციატივაა, რომელიც მიზნად ანაკლიის და მეზობელი სოფლების ეკონომიკურ განვითარებას ისახავს. პროექტის ამოცანა არის რეგიონში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელის შეწყობა, ასევე პორტისა და რეგიონისთვის მოთხოვნადი კვალიფიციური სამუშაო ძალის შექმნა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება. USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი ზრდა, არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. ზემოაღნიშნულის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება სამუშაო ადგილები, ოჯახებს გაეზრდებათ შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.facebook.com/zrda.ge; www.zrda.ge 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...