მთავარისიახლეებიპოლიტიკაჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვას ოპოზიცია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის გადახედვას ოპოზიცია კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს

Published on

პრეზიდენტის წინადადებას – გადაიხედოს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი, კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ინიციატივა პირველ რიგში რუსეთის ინტერესებში შედის და ნებისმიერი მსგავსი განცხადება მავნებლობაა ქვეყნის წინააღმდეგ. 
 
"მსგავსი განცხადებები საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც არ არსებობს არანაირი ალტერნატიული საერთაშორისო ფორუმი, რომელშიც ჩვენ რუსეთთან შეგვიძლია მოლაპარაკებების წარმოება ჩვენი დასავლელი პარტნიორების თანამონაწილეობით, ეს შედის მხოლოდდამხოლოდ რუსეთის ინტერესებში და პირდპაირ ეწინააღმდეგება ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს,"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 
 
"ევროპულ საქართველოში" ზურაბიშვილის განცხადებას "არაადეკვატურს" უწოდებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტი ამ ნაბიჯით, ჟენევის ფორმატს თავს დაესხა.
 
"უკანონოდ გაპრეზიდენტებულმა სალომე ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო არაადეკვატური განცხადებების გაკეთება. პირველ რიგში ის თავს დაესხა ჟენევის ფორმატს. ნებისმიერი განცხადება, რომელიც მნიშვნელობას უკარგავს ჟენევის ფორმატს, ანუ იმ ფორმატს, სადაც საქართველო მოკავშირეებთან ერთად არის წარმოდგენილი, არის პირდაპირ მავნებლობა,"-აცხადებს ოთარ კახიძე. 
 
"ქართულ ოცნებაში" კი თვლიან, რომ საკითხის სერიოზული განხილვაა საჭირო და კონსულტაციების დაწყებას არ გამორიცხავენ.
 
"ნებისმიერი ლეგიტიმური ფორმატი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი სამშვიდობო და ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებების ფორმირებას, ბუნებრივია საჭიროებს ყოველდღე, ყოველწუთას კარგ გაანალიზებას,"-აცხადებს მამუკა მდინარაძე.
 
შეგახსენებთ, რომ განცხადება სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის შესახებ, გუშინ მისმა პრეს-სპიკერმა გააკეთა და ამის მიზეზად ფორმატის არაეფექტურობა დაასახელა.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...