მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქსტატი ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასი 1200 ლარია - ექსპერტები დათვლის მეთოდოლოგიაში ხედავენ...

საქსტატი ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასი 1200 ლარია – ექსპერტები დათვლის მეთოდოლოგიაში ხედავენ პრობლემას

Published on

საქსტატი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1200 ლარია. აღნიშნულმა მონაცემმა კი მოსახლეობაში კითხვები გააჩნია.
 
მოქალაქეებს, რომლებსაც თვიდან თვემდე 300-დან 500 ლარამდე ხელფასი აქვთ, აინტერესებთ განმარტება, რის მიხედვით დათვალეს საშუალო ხელფასი.
 
ეკონომიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტები აცხადებენ, რომ საქსტატმა საქართველოში დასაქმებულთა ხელფასი საშუალო არითმეტიკულით გამოითვალა, აიღეს ანაზღაურების სრული თანხა და გაყვეს დასაქმებულთა რაოდენობაზე, ამ მეთოდმა კი რეალობა ვერ ასახა.
 
სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში დათვლილია მხოლოდ ხელშეკრულებით დასაქმებული პირების ხელფასი და მათი საშუალო არითმეტიკული. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ამ მონაცემის ხელოვნურად გაზრდა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შედის.
 
ექსპერტები თვლიან, რომ რეალური ციფრის გამოსათვლელად არა საშუალო არითმეტიკულის, არამედ მედიანური მეთოდის გამოყენება იყო საჭირო – ასე ხელფასებს მხოლოდ პოზიციების მიხედვით დაითვლიდნენ.
 
საქსტატის ხელმძღვანელი, გოგიტა თოდრაძე, ადასტურებს, რომ მედიანური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში, ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობა სხვა ნიშნულს აჩვენებდა.
 
ამის მიუხედავად, საქსტატის ხელმძღვანელი მაინც ამტკიცებს, რომ საშუალო ხელფასის ოდენობა სწორედ 1200 ლარია, ექსპერტები და მოსახლეობა კი ცდება.
 
საქსტატი ქვეყანაში საშუალო ხელფასის ოდენობას ყოველ კვარტალში ითვლის, წინა ციფრებთან შედარებით ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 61 ლარით გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნაში მოსახლეობის ცხოვრების დონე, უმუშევრობის პრობლემები არ შემცირებულა

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....