მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში დღეს თეა წულუკიანს ელოდებიან

პარლამენტში დღეს თეა წულუკიანს ელოდებიან

Published on

თეა წულუკიანი დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგება. ოპოზიცია მინისტრს მწვავე კითხვებითა და კრიტიკით ხვდება. 
 
"ადამიანი რომელიც არის წარუმატებლობის განსახიერება და წარმატებული მინისტრივით არის შეუცვლელი უკვე მეშვიდე წელიწადია. როგორ აჯადოებს ვიღაცეებს, რომლებიც მის ბედს გადაწყვეტენ, რომ არ შეიცვალოს. სასამართლო იქნება, პროკურატურა იქნება თუ სხვა მიმართულებები, აღმოჩნდებოდა ხოლმე საერთაშორისო ორგანიზაციების და აგერ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკის ქვეშ,"-აცხადებს რომან გოცირიძე.
 
სასამართლო რეფორმა და პროცესი, რომელიც ამ საკითხს თან სდევს, გახმაურებული საქმეები – ეს ის თემებია, რომელზეც  "ევროპული საქართველო" დღეს თეა წულუკიანს შეკითხვებს დაუსვამს. ოპოზიციური პარტია ყურადღებას წულუკიანის ბოლოდროინდელ ულტიმატუმზეც გაამახვილებს.  
 
"პოლიტიკოსებს და დეპუტატებს აინტერესებთ თუ რა იყო პრემიერსა და მას შორის დაძაბულობის თემა,"-აცხადებს გიგი წერეთელი. 
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კი აცხადებს, რომ უმრავლესობა წულუკიანთან ისაუბრებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთთან მოგებულ დავასთან, რომელიც მისი თქმით სწორედ იუსტიციის სამინისტროს დიდი ძალისხმევის შედეგია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....