მასშტაბური პროექტი „დიდი ლიტერატურული ტურნე“ გრძელდება. თელავში, რუსთავსა და გორში დებიუტანტი ავტორები მკითხველებს უკვე შეხვდნენ. მომდევნო შეხვედრები ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისსა და ბათუმშია დაგეგმილი.3 აპრილს ზუგდიდელ მკითხველს ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ვახტანგ ვახტანგაძე „art house“-ში შეხვდებიან. ტურნეს ფარგლებში, მკითხველები მათთვის საყვარელ ქართველ ავტორებს პირადად გაიცნობენ; საშუალება ექნებათ, დაუსვან შეკითხვები, წიგნები ფასდაკლებით შეიძინონ და ავტოგრაფები აიღონ.კონკურსს „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამომცემლობა ”პალიტრა L” მეორე წელია ატარებს. მისი მიზანია, აღმოაჩინოს ახალი სახეები და დაეხმაროს ქართველ მწერლებს წარმატების მიღწევაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით. 2017 წლის გამარჯვებული რომანები უკვე რეალური ბესტსელერებია, მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის “შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა”, გვანცა გუბელაძის “შულამელი გოგონები” და ნათია ჯაგოდნიშვილის “ცდუნება“, კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018“ ფარგლებში, ხალხის რჩეული რომანები გახდა. ვახტანგ ვახტანგაძის “ალაჰი ჩემი მეგობარია” და იაგო თვალაბეიშვილის “ტრანსმუტაცია” კი ჟიურის რჩეულები არიან.
სიახლეები
პოლიტიკა
“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე
ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა.
"ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...
სამართალი
რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...
პოლიტიკა
ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე
"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...
სიახლეები
თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს
25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...