მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს

ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს

Published on

67 მომხრე, 8 წინააღმდეგი – ზვიად კვაჭანტირაძე დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ვერ გადააყენეს. საკანონმდებლო ორგანოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახძის თქმით, საკითხის განხილვას ორ კვირაში დაუბრუნდებიან. 
 
გადაწყვეტილების მიღებამდე საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მწვავე რეპლიკების ფონზე მიმდინარეობდა.
 
ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა და ზვიად კვაჭანტირაძეს მადლობა გადაუხადა. მან სესიაზე რეგლამენტის ის ნაწილი წაიკითხა რომელიც ზვიად კვაჭანტირაძეს საშუალებას აძლევს მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა შეინარჩუნოს.
 
მას შემდეგ, რაც ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობის რიგები დატოვა, მმართველმა გუნდმა მისი კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხი დააყენა.
 
ბესელიას აზრით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომ კვაჭანტირაძემ დაკავებული თანამდებობა დაეტოვებინა, შურისძიებაზე მეტყველებს

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...