მთავარისიახლეებისაზოგადოებასურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანას საწინააღმდეგოდ მონიტორინგის პირველ ეტაპს იწყებს

Published on

აზიური ფაროსანას იდენტიფიკაციისა და გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფები დასავლეთ საქართველოში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. 
 
20 მარტიდან ფიტოსანიტარები და მონიტორინგის ჯგუფის წევრები საკარმიდამო ნაკვეთებს, თხილის ფართობებს, საცხოვრებელ შენობებს დაათვალიერებენ, აპრილიდან კი დაიწყება სპეციალური ფერომონების დამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც დადგინდება მავნებლის რაოდენობა და გავრცელების არეალი.
მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ზუსტი თარიღი და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი უკვე მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება.
გასვლითი შეხვედრების გეგმები და მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები მონიტორინგის ჯგუფის წევრებს საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ გააცნო. 
„პირველ ეტაპზე დაგეგმილია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარებისა და მონიტორინგის ჯგუფების გასვლითი შეხვედრები და საკარმიდამო ტერიტორიების დათვალიერება. მეორე ეტაპი მოიცავს ფერომონების სადგურების დამონტაჟებას, რაც ნათელ სურათს მოგვცემს, თუ სად და როგორ დავიწყოთ ღონისძიებები. მავნებელთან ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია ყველა რგოლის – მოსახლეობის, ფერმერების, ადგილობრივი თვითმართველობების ჩართულობა, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის პოპულაციის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს ეკონომიკურ ზარალს“, – განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...