მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: შეუძლებელია ენმ-ის გამიჯვნა სააკაშვილისგან, ის ამ პარტიის შემქმნელი და ლიდერია

რომან გოცირიძე: შეუძლებელია ენმ-ის გამიჯვნა სააკაშვილისგან, ის ამ პარტიის შემქმნელი და ლიდერია

Published on

“დადგა პარტიის სერიოზული განახლების საკითხი, ახალი ენერგიის მიცემის საკითხი, ამიტომ, მალე პარტიაში მოხდება შესაბამისი ცვლილებები
 
იქნება პარტიის ყრილობა და პარტია, როგორც დღევანდელი პოლიტიკური ცხოვრების ლიდერი და ლოკომოტივი, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ოპოზიცური ფლანგის, საჭიროებს შემდგომი ენერგიის მიცემას, შემდგომ განახლებას..
 
შეუძლებელია "ნაციონალური მოძრაობის" გამიჯვნა მიხეილ სააკაშვილისგან. ის არის ამ პარტიის შემქმნელი, ლიდერი, მაგრამ დღეს აქ საუბარი არის ადგილობრივი სტრუქტურების განმტკიცებაზე, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების უსამართლო ქმედებების გამო უშუალოდ შიდაპარტიულ ცხოვრებაში ვერ ღებულობს მონაწილეობას ”- ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვას,  სადაც სააკაშვილი პარტიაში ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.  
 
შეგახსენებთ ექსპრეზიდენტი მიხეილ  სააკაშვილი თავის  ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე. 
 
"ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე,"- ამბობს სააკაშვილი.

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...