მთავარისიახლეებიპოლიტიკარისი სუნი ასდის ეკა ბესელიას ხელებს?

რისი სუნი ასდის ეკა ბესელიას ხელებს?

Published on

შენს ხელებს ასდის ფულის სუნი, – ასე მიმართა კამათის დროს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
 
ზარდიაშვილის მხრიდან ეკა ბესელიასადმი აღნიშნული რეპლიკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ზარდიაშვილი სასამართლოს კორუფციაში ხელს აფარებდა.
 
„მე პატიოსნებაზე როგორ უნდა მელაპარაკოს ვინმემ? სრულიად საქართველომ იცის ამ დარბაზში მსხდომი ყველა ადამიანის როგორც პატიოსნება, ასევე ღირსება და პროფესიონალიზმი. შესაბამისად, ყველამ თავის პატიოსნებას მიხედოს. სასამართლოს ეფარება კორუფციის რისკის მქონე ადამიანები. შენს ხელებს ასდის ფულის სუნი და ეგ იცის სრულიად საქართველომ,“ – მიმართა ვანო ზარდიაშვილმა ბესელიას.
 
"ქართულ ოცნებაში" მყოფი პატარა ზონდერი ხარ, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, – ასე მიმართა ეკა ბესელიამ, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
 
ბესელიამ კამათის დროს, ვანო ზარდიაშვილს, წარსული საქმიანობა და მეუღლის თანამდებობრივი მდგომარეობაც რამდენჯერმე შეახსენა.
 
"პატარა ზონდერი ხარ. ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი, ეგ იყო თქვენი საქმე. ზონდერი გიზით "ქართულ ოცნებაში", – განაცხადა რეპლიკის სახით ეკა ბესელიამ.
 
თავის მხრივ, ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, ყველაფერი, რასაც ბესელია აცხადებს, ფარსია. ზარდიაშვილმა მას კორუმპირებული უწოდა და აღნიშნა, რომ "15 წლის განმავლობაში ქვეყნისთვის ისეთი კარგი საქმე არ გაუკეთებია, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან ბესელიას გადადგომაში ხელის შეწყობაა“

სიახლეები

იმერეთში-კაცმა ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი დაჭრა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელმაც ცოლი, დედა და ცოლის მეგობარი ქალი ცივი იარაღით დაჭრა. ამის...

აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა – სევინჩ სადიგოვა

აზერბაიჯანში დაკავებულ აფგან სადიგოვს ოჯახთან დაკავშირება აეკრძალა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი...

ოცნება ევაჭრება დასავლეთს – ნიკა გვარამია

"ბუნებრივია, რომ კიდევ ერთხელ აკეთებს "ქართული ოცნება" იმას, რაც მისი პრაქტიკაა, ავტორიტარული პრაქტიკა, აგროვებს...

მნიშვნელოვანია შიდა ველზე ვინ იქნება პარტიის წარმომადგენელი – ნანუკა ჟორჟოლიანი ენმ-ზე

"მე მომხრე ვარ არა რამის დამატების, არამედ პირიქით - ეფექტური უნდა გახდეს ის, რაც...