მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში ერთმანეთს ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

პარლამენტში ერთმანეთს ოთარ კახიძე და ირაკლი ბერაია ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Published on

ერთმანეთს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე და "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ბერაია დაუპირისპირდნენ. 
 
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესისა და კრიტერიუმების შესახებ კანონპროექტის განხილვისას დაწყებული კამათი, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
 
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოთარ კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს მოუწოდა, არ მიეცათ ირაკლი ბერაიასთვის კახა კუკავას განცხადებაზე გამოხმაურების საშუალება. კახიძემ განმარტა, რომ რეგლამენტი მხოლოდ კითხვების დასმას ითვალისწინებდა და არა გამოხმაურებას.
 
ვითარება იურიდიულ კომიტეტზე ამ დროისთვის უკვე განმუხტულია. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...