მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარლამენტში ჩხუბის დღეა: კახიძე - ბერაია, ზარდიაშვილი-ხოშტარია, ზარდიაშვილი - ბესელია, მდინარაძე -...

პარლამენტში ჩხუბის დღეა: კახიძე – ბერაია, ზარდიაშვილი-ხოშტარია, ზარდიაშვილი – ბესელია, მდინარაძე – ბესელია, ოხანაშვილი – ბესელია და ასე, გაუთავებლად

Published on

 
ეკა ბესელიამ ყოფილ თანაგუნდელებს ბრალი დასდო მოსამართლეთა კლანის ლობირებაში.   ის, რაც დღეს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე პარლამენტში ხდება, იუსტიციის საბჭოში არსებული კლანის მიერ იმართება – აღნიშნა ბესელიამ .
მის განცხადებას მამუკა მდინარაძის და ანრი ოხანაშვილის გაღიზიანება მოჰყვა.
მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელია საკუთარი სუბიექტური ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.
„რას ეთამაშებით და სუბიექტური ინტერესები იქით მოიკითხეთ რა,“-განუცხადა მამუკა მდინარაძემ ეკა ბესელიას და მიუთითა, რომ  თავად მას ჰქონდა დალაგებული პროკურატურაში ურთიერთობები.
 
ამაზე  ეკა ბესელიამ მიუთითა, რომ მამუკა მდინარაძეს  სასამართლოში ოჯახური ბიზნესი აქვს და ვანო ზარდიაშვილსაც გადაწვდა. 
მისი თქმით, ,, ვანო ზარდიაშვილსაც   ჩაუვარდა ოჯახური ბიზნეს-გეგმა და ამის გამო გაბრაზებულია."
 
„ყველაფერი ნათელია. საწყალი ეს ბიჭი, რომელსაც გეგმა ჩავუშალეთ და ოჯახური ბიზნესი არ გამოუვიდა და ის ათკაციანი სია, რომელსაც ის ერთ-ერთი ლობირებდა, ვერ გაიტანა და თან თვითონაც მიჰყვა ამ სიას არის ძალიან გაბრაზებული. ამას ვერ მპატიობენ, რომ ის სია გავუჩერე. მათ შორის ამ სიას მისი თანამდებობაც მიჰყვა, ამიტომ იყო ჩემი განცხადება ხუთშაბათს და არა ოთხშაბათს. ჯანსაღ მდგომაროებაში არ არის ვიღაცამ შეამოწმოს და მიხვდება, რომ პარლამენტში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის,“ – ამბობს ბესელია.
 
პასუხად, ზარდიაშვილმა  განაცხადა, რომ თუ ბესელია მანდატს დატოვებს, ის მზად არის პარლამენტიდან თავადაც წავიდეს, თუ ბესელია მანდატს დატოვებს, 

 

,,ზონდერი რომ აქ ზის პარლამენტში, ქართული ოცნების სახელით, საწყალი ქართული ოცნება. პატარა ზონდერი თან, ჭუჭრუტანიდან რომ იყურებოდი,“ – მიმართა ზარდიაშვილს ეკა ბესელიამ. – ტყუილები მოიკითხე იქ სადაც მიჩვეული ხარ, სიტყვები შეარჩიე. კორექტულად ცოტა. რომელმა შეაჩერეთ, მე არ გამიგია შენი პროტესტი იმ ათკაციანი სიის მიმართ. უნდა დაგეფიქსირებინა იქ, სადაც შეკრება იყო. აი ახლა დღეს ის გაბრაზებული ე.წ. ბიჭები დღეს კიდევ ერთხელ რომ არ გაბრაზდნენ და კიდევ ერთხელ გვაჩვენონ ძალის დემონსტრირება აქ ჩადეს ყველა სურვილი და ყველა  ოცნება. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც  სიას კი არ აჩერებს, იმ სიას ფიანდაზად ეგებოდა. მაგრამ  მადლობა ღმერთს  რომ ისე ვერ დამთავრდა როგორც ვიღაცეებს უნდოდათ,“
 
კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიას ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილსაც დაუპირისპირდა:  
 
„მე მესმის ანრი, ისეთი ემოციური შოკი გაქვს, მაგ როლიდან რომ ლაპარაკობ, რომ სულ დაკარგე კონტროლი კორექტულობის, ეთიკურობის, სამართლებრივი შოკი გაქვს ემოციური და სულ დაკარგე სახე. მინდა გითხრა, რომ იმაზე პატარა ჩანხარ, ვიდრე რეალურად ხარ,“ -ანაცხადა  ეკა ბესელიამ ყოფილი თანაგუნდელის, ანრი ოხანაშვილის მისამართით.
 
მან  ოხანაშვილს და მათიკაშვილის სიმშვიდისკენ და „დაწყნარებისკენ“ მოუწოდა. ხოლო, ბესელია დავით მათიკაშვილმა არაკონრექტულობის გამო გააკრიტიკა.
 
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ირაკლი კობახიძის და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ 6 წევრის მიერ მომზადებულ კანონპროექტს განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესებისა და შერჩევის წესს ეხება.
 
 
 
.
 

სიახლეები

სხვიტარიძის საქმის გამომძიებელი პროცესზე პოლიციელ ქმართან ერთად მივიდა

საბა სხვიტარძის საქმის გამომძიებელი, სალომე ედიშერაშვილი სასამართლოში ჩვენების მისაცემად პოლიციელ ქმართან და ქმრის მეგობარ...

კობახიძემ მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაუნიშნა

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, მერაბ ტურავას სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ...

“ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი” – კალაძე

ვიზალიბერალიზაცია კი არა, საქართველოს ინტერესია მთავარი - ამის შესახებ კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, ევროინტეგრაციის...

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ მიმართულია სახელმწიფო პროპაგანდა – “მედიის ადვოკატირების კოალიცია”

100 დღე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობიდან - ჟურნალისტის საქმეს "მედია ადვოკატირების კოალიცია" კიდევ ერთხელ...